ბიბლია, წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი), თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11136&pid=62&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი)

ბიბლია - ძველი ქართულით

წმ. მოციქულისა იაკობისი წმ. მოციქულისა პეტრესი (პირველი) წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე)

თავი 1 2 3 4 5

1 პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა,

2 წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!

3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,

4 სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,

5 რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა.

6 რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა.

7 რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა.

8 რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა.

9 და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ.

10 რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს,

11 გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.

12 რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.

13 ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.

14 ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,

15 არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.

16 რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.

17 და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.

18 უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,

19 არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა,

20 წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს;

21 რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ.

22 სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.

23 მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.

24 რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა.

25 ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.

<< Prev Top Next → >>