ბიბლია, აბაკუმ წინასწარმეტყველი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10892&pid=38&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / აბაკუმ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ნაუმ წინასწარმეტყველი აბაკუმ წინასწარმეტყველი სოფონია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3

1 შეკერბით და თან შეიკრენით ნათესავი უწურთელი.

2 უწინარეს ქმნისა თქუენისა, ვითარცა ყუავილი თანაწარმვლელი დღისაჲ, პირველ მოსლვისა თქუენ ზედა დღისა მის რისხვისა გულისწყრომისა უფლისსა.

3 იძიეთ უფალი ყოველთა მდაბალთა ქუეყანისათა, მსჯავრსა იქმოდეთ, სამართალი მოიძიეთ და მიუგებდით მათ, რათა დაიფარნეთ დღესა შინა რისხვისა უფლისსა

4 მით, რამეთუ ღაზაჲ დატაცებული იყოს და ასკალონი უჩინოსაქმნელად და აზოტი შუადღე განიგდოს და აკარონი აღმოიძიროს.

5 ვაჲ დამამკჳდრებელთა თანა ნაწილის საზომსა ზღჳსასა, მსხემთა კრიტელთა სიტყუა უფლისაჲ თქუენ ზედა. ქანაან, ქუეყანაჲ უცხო ტომითაჲ და წარგწყმედ თქუენ მკჳდრობისაგან.

6 და იყოს კრიტი საძოვარ სამწყსოთა და ბაკ ცხოვართა.

7 და იყოს წილისსაზომი ზღჳსაჲ დაშთომილთა სახლისა იუდაჲსთად. მათ ზედა ძოვდენ სახლთა შორის ასკალონისათა, მიმწუხრი დაივანებენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთაჲსა, რამეთუ მოიხილა მათ ზედა უფალმან ღმერთმან და მოაქცია ტყუეობა მათი.

8 მესმნეს ყუედრებანიცა მოაბისნი და ჴუედნანი ძეთა ამმონისთანი, რომელთა მიერ ჰყუედრიდეს ერსა ჩემსა და განდიდნებოდეს საზღუართა ზედა ჩემთა.

9 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ, - მით, რამეთუ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს. და ძენი ამმონისნი ვითარცა გომორრაჲ და დამასკოჲ განფიწლულ, ვითარცა ხუავი კალოჲსა ზედა უჩინოქმნილი საუკუნოდ და ნეშტნი ერისა ჩემისანი ჰბასრობდენ მას და ნეშტთა ნათესავისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი.

10 ესე მათ გინებისა წილ მისისა მით, რამეთუ აყუედრეს და განდიდნეს უფლისა ზედა, ყოვლისა მპყრობელისა.

11 საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი.

12 და თქუენცა, ეთიოპნი, წყლულებ მახჳლისა ჩემისა იყვნეთ.

13 და განვირთხამ ჴელსა ჩემსა ბღუარსა ზედა და წარვსწყმედ ასსურასტანელსა და დავდვა ნინევი ურწყულად ვითარცა უდაბნოჲ.

14 და ძოვდენ საშუალ მისსა სამწყოსნი და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მიწისლომნი, და ექინნი ბაგოვნებისა შორის მისისა დაწვენ. და მჴეცნი ჴმობდენ ნათხართა შორის მისთა, ყორანნი ბჭოოვნებისა შორის მისისა მით, რამეთუ ნაძჳ აღსადგომელ მისსა.

15 ესე ქალაქი ხენეშაჲ, დამკჳდრებული სასოებით, მეტყუელი შორის გულისა თჳსისა: მე ვარ და არა იყოს ჩემ თანა მერმე, ვითარ იქმნა უჩინოსაქმნელად საძოარ მჴეცთა. ყოველმან თანწარმავალმან მის მიერ დაისტჳნოს და შეძრნეს ჴელნი თჳსნი.

<< ← Prev Top Next → >>