ბიბლია, ამოს წინასწარმეტყველი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10872&pid=32&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ამოს წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

იოველ წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი ამოს წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9

1 ვიხილე უფალი მდგომარე საკურთხეველსა ზედა და თქუა: ეც სალხინებელსა ზედა და შეიძრნედ წინაბჭენი და განკუეთილებისა მიმართ ყოველთასა და დაშთომილთა მათთა მახჳლითა მოვსწყუედ. არა განერეს მათგანი მტოლვარე და არა ცხოვნდეს მათგანი ცხოვნებული.

2 და-ღათუ-ეფლნენ ჯოჯოხეთსა, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი; და-ღა-თუ-ვიდენ ცად მიერ, გამოვიძიო და მოვიყუანნე იგინი.

3 უკუეთუ დაჰჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნ ვამცნებ ვეშაპსა და შესთქრეს მათ.

4 და უკუეთუ წარვიდენ ტყუეობად წინაშე პირსა მტერთა მათთასა და ვამცნებ მახჳლსა და მოჰკლჳდეს მათ. და განვიმტკიცებ თუალთა ჩემთა მათ ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ.

5 და უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, არს შემხებელი ქუეყანისა და შემძრველი მისი. და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მისნი. და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული მისი და შთამოვიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

6 აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი მისი.

7 და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით?

8 აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი. - იტყჳს უფალი, -

9 მით, რამეთუ, აჰა, მე ვამცებ და განვფიწლო ყოველთა შორის სახლი ისრაჱლისა. ვითარსახედ განიფიწვლის ფიწვლასა და არა დავარდეს ნამუსრი ქუეყანასა ზედა.

10 მახჳლისა მიერ აღესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი მეტყუელნი: არ მოგუეახლოს, არც მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

11 მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი,

12 რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, - იტყჳს უფალი, მოქმედი ამათი.

13 აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა. და მომწიფდეს ყურძენი თესლსა შინა. და დამოაწთონ მთათა სიტკბოება და ყოველნი ბორცუნი ნერგოან იყუნენ.

14 და მოვაქციო ტყუეობა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ. და აღაშენნენ ქალაქნი უჩინოქმნილნი და დაიმკჳდრნენ და დაჰნერგნენ ვენაჴნი და სუმიდეს ღჳნოსა მათსა და შექმნენ მტილნი და ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

15 და დავჰნერგე იგინი ქუეყანასა ზედა მათსა და არა აღიფხუერნენ არა მერმე ქუეყანისაგან მათისა, რომელი მივეც მათ, - იტყჳს უფალი, ყოვლისამპყრობელი.

<< ← Prev Top Next >>