ბიბლია, დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10839&pid=29&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 წელსა მესამესა მეფობისა ვალტასარისსა ხილვაჲ მეჩუენა ჩემდამო, მე, დანიელს, შემდგომად ჩუენებისა ჩემისა პირველისა

2 და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა.

3 და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ.

4 და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა.

5 და მე ვიყავ გულისხმა-მყოფელ. და, აჰა, ვაცი თხათაჲ მოვიდოდა სამხრისაგან პირსა ზედა ქუეყანისა ყოვლისასა, და არა იყო შემხებელ ქუეყანისა. და ვაცსა მას რქაჲ სახილველი საშუალ თუალთა მისთა.

6 და მოვიდა ვაცი ვიდრე ვერძისადმე რქათა მქონებელისა, რომელი ვიხილე მდგომარედ წინაშე უბალსა. და მორბიოდა მისსა მიმართ მიმართებითა ძალისა მისისაჲთა.

7 და ვიხილე მიწევნული ვიდრე ვერძისამდე, და განველურნა მისსა მიმართ, ეკუეთა ვერძსა და შემუსრნა ორნივე რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძისა დადგრომად წინაშე მისსა, და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და დათრგუნა იგი, და არა იყო განმარინებელი ვერძისა ჴელისაგან მისისა.

8 და ვაცი თხათაჲ განდიდნა ვიდრე ფრიად და განძლიერებასა შინა მისსა შეიმუსრა რქაჲ მისი დიდი. და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა ოთხთა მიმართ ქართა ცისათა.

9 და ერთისა მათგანისაგან გამოვიდა რქაჲ ერთი ძლიერი და განდიდნა ნამეტნავად სამხრად მიმართ,

10 და აღმოსავალად მიმართ და ძალისა მიმართ, და განდიდნა ვიდრე ძალისამდე ცისაჲსა, და დაეცა ქუეყანასა ზედა ძალისაგან და ვარსკულავთაგან, და დათრგუნეს იგი.

11 და ვიდრე მთავრისამდე ძალისაჲსა განმტკიცნა და ვიდრემდის მთავარსპათმძღუარმან იჴსნას ტყუეობა, და მისთჳს მსხუერპლი, შეშფოთნა შეცოდებითა, და იქმნა, და წარემართა მას და წმიდაჲ მოოჴრდეს.

12 და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა.

13 და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს?

14 და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა.

15 და იყო მხედველობასა შინა ჩემსა მე დანიელისგან ხილვისასა, ვეძიებდ გულისხუმის-ყოფასა, და, აჰა, დადგა წინაშე ჩემსა, ვითარცა ხილვაჲ მამაკაცისა.

16 და მესმა ჴმაჲ მამაცისაჲ საშუალ უბალსა. და უწოდა და თქუა: გაბრიელ, გულისხუმა-უყავ იმას ხილვაჲ!

17 და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემდა. და მოსლვასა ოდენ მისსა დავსულბი და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და თქუა ჩემდამო: გულისხუმა-ყავ, ძეო კაცისაო, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

18 და ზრახვასა შინა მისსა ჩემ თანა შევსულბი, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ქვეყანასა ზედა, და შემახო მე და დამადგინა ფერჴთა ზედა ჩემთა.

19 და თქუა: აჰა, მე გაუწყებ შენ ყოფადთა უკანასკნელთა რისხვისათაჲსა, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

20 ვერძი, რომელი იხილე მქონებელი რქათაჲ, მეფე არს მიდთა და სპარსთაჲ.

21 და ვაცი თხათაჲ - მეფე იონთა, და რქა, რომელი იყო საშუალ თუალთა მისთა, თჳთ იგი არს მეფე პირველი.

22 და რამეთუ შეიმუსრა და აღდგეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა, ოთხნი მეფენი აღდგენ ნათესავისაგან მისისა და არა ძალისაებრ მისისა.

23 და უკანაჲსკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხჳნოჲ პირითა და გულისხუმის-მყოფელი წინდადებათაჲ,

24 და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკჳრველნი განხრწნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ,

25 და უღელი ერისა მისისაჲ წარჰმართოს, ზაკვა ჴელსა შორის მისსა და გულსა შორის მისსა განდიდნეს, და ზაკჳთა განხრწნნეს მრავალნი და წარწყმედასა ზედა მრავალთასა დადგეს, და, ვითარცა კუერცხნი, ჴელისა მიერ შემუსრნეს იგინი.

26 და ხილვაჲ მწუხრისა და ცისკრისაჲ, თქუმული, ჭეშმარიტ არს. და შენ დაჰბეჭდე ხილვაჲ, რამეთუ დღემდე მრავალ არს.

27 და მე, დანიილ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა, და აღვდეგ და ვიქმოდე საქმეთა მეფისათა, და საკჳრველ-მიჩნდა ხილვაჲ, და არა იყო გულისხუმის-მყოფელ.

<< ← Prev Top Next → >>