ბიბლია, დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10834&pid=29&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

2 და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

3 და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.

4 და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,

5 რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

6 და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

7 და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.

8 მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:

9 მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!

10 შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,

11 დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.

12 არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.

13 მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.

14 და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?

15 აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

16 და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,

17 რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.

18 და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.

19 მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,

20 და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

21 მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,

22 ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.

23 და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.

24 [*] და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.

25 და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:

26 კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,

27 რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.

28 და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,

29 რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,

30 და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

31 და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.

32 და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

33 და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.

34 ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,

35 და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა,

36 რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,

37 რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.

38 და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.

39 და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,

40 ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.

41 და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.

42 ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,

43 და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო!

44 და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.

45 ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა.

46 და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.

47 და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა,

48 და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი,

49 ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.

50 და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.

51 მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:

52 კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

53 კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა,

54 კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

55 კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,

56 კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.

57 აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლსანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

58 აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

59 აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

60 აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზეშთაზენი ცათანი, უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

61 აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

62 აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

63 აკურთხევდით ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

64 აკურთხევდით ყოველნი წჳმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

65 აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

66 აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

67 აკურთხევდით ნეფხუა და მწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

68 აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

69 აკურთხევდით ყინელი, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

70 აკურთხევდით თრთჳლნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

71 აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

72 აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

73 აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

74 აკურთხევდით ქუეყანაჲ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

75 აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

76 აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

77 აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

78 აკურთხევდით ზღუანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

79 აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

80 აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

81 აკურთხევდით მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

82 აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

83 აკურთხევდით ძენი ისრაჱლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

84 აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

85 აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

86 აკურთხევდით სულნი და მბერავნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

87 აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

88 აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაილ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისა სიკუდილისაჲსა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიჴსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიჴსნნა ჩუენ.

89 აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

90 აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.

91 და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე.

92 და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.

93 მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.

94 და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.

95 და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.

96 და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.

97 მაშინ მეფემან წარმართნა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო სოფელსა მას ბაბილოვნისასა და აღაორძინნა იგინი და ღირს-ყო წინამძღუანვად ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე მისსა:

98 ნაბუქოდონოსორ მეფე ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მყოფთა ყოველთა შორის ქუეყანასა, მშჳდობა თქვენი განმრავლდინ.

99 სასწაულნი და ნიშნი, რომელნი ქმნნა ღმერთმან მაღალმან ჩემ თანა, სათნო იქმნა წინაშე ჩემსა მითხრობად თქუენდა,

100 ვითარცა დიდნი და ძლიერნი, და ვითარცა დიდ და ძლიერ არს მეფობა მისი. მეფობა მისი - მეფობა საუკუნე და ჴელმწიფება მისი ნათესავამდე და ნათესავად.

<< ← Prev Top Next → >>