ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10801&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს?

3 ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის.

4 რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

5 ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე,

6 მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს;

7 და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს, და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს სამოსელი;

8 და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა;

9 და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, - ადონაი უფალი.

10 და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და მოქმედი ცოდვისა,

11 გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა.

12 და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი, უშჯულოება ქმნა;

13 ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს.

14 ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ:

15 მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა.

16 და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა სამოსელი;

17 და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა, ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს.

18 ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს უსამართლოებითა მისითა.

19 და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს.

20 ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს.

21 და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

22 ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.

23 არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.

24 და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.

25 და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების?

26 მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა.

27 და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა, რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

28 და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა მართალ არსა?

29 ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი,

30 მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა.

31 მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?

32 რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით.

<< ← Prev Top Next → >>