ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 30. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10756&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყველი:

2 ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, მეტყველმან: დაწერენ შენდად სიტყვანი ყოველნი, რომელნი გამოვაცხადენ შენდამი წიგნსა ზედა,

3 რამეთუ, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და მოვაქციო განსახლვაჲ ერისა ჩემისა ისრაილისა და იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - და კუალადვაქცინე იგინი ქუეყანად, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას.

4 ესე სიტყვანი, რომელნი თქუნა უფალმან ისრაილსა ზედა და იუდასა:

5 ესრეთ იტყჳს უფალი: ჴმაჲ შიშისაჲ ისმინეთ, ჴმაჲ შიშისა და ვალალებისა, რომელსა ძრწოდენ წელნი თქუენნი, და არა არს ცხოვრება და მშჳდობა.

6 იკითხეთ და იხილეთ, უკეთუ შვა წული? და შიშისათჳს, რომლითა შეპყრობილ იყუნენ წელნი და განრინება მით, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი და ჴელნი მისნი წელთა ზედა მისთა, ვითარცა შობადისანი, გარდაიქცა. პირები დანდალუკიან იქმნა.

7 ვაჲ, რამეთუ დიდ დღე იგი და არა არს ეგემლევანი. და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისა იაკობისისა, და ამისგანცა.

8 მას დღესა შინა, - თქუა უფალმან ძალთამან, - შევმუსრო უღელი მისი ქედისაგან შენისა, და საკრველნი მისნი განვხეთქნე. და არა უქმოდიან მერმე იგინი უცხოთა.

9 და უქმოდიან უფალსა ღმერთსა მათსა და დავით, მეფე მათი, აღუდგინო მათ.

10 ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ,

11 რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ,

12 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები.

13 არ არს მსჯელ სასჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, - სარგებელ არა არს შენდა.

14 ყოველთა მიყუართა შენთა დაგივიწყეს შენ. არა გამოიკითხონ შენთჳს, რამეთუ წყეულებითა მტერისაჲთა დაგეც შენ წურთაჲ მტკიცე ყოველსა ზედა ცრუობასა შენსა, განმრავლდეს ცოდვანი შენნი, განძლიერდეს უსჯულოებანი შენნი.

15 რასა ჰჴმობ შემუსრვასა შენსა ზედა? იძულებით არს ლმობა შენი სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდეს რაჲ ცოდვანი შენნი, გიყუნეს შენ ესენი.

16 ამისთჳს ყოველნივე მჭამელნი შენნი შეიჭამნენ და ყოველთა მტერთა შენთა ყოველი ჴორცი მათი მოიჭამონ. სიმრავლესა ზედა უსამართლოებათა შენთასა განმრავლდეს ცოდვანი შენნი, გიყვნეს შენ ესენი და ყოველნი. მაჭირვებელნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, და იყვნენ განმყოფელნი შენნი განსაყოფელ. და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე წარსატყუენველად.

17 რამეთუ მოვაწინე კურნებანი შენნი, წყლულისაგან სალმობიერისა განგკურნო შენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განთესულად იწოდე, იონ, ნადირი თქუენი არს, რამეთუ მეძიებელი არა არს მისი.

18 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო განსახლვაჲ საყოფელთა იაკობისთაჲ, და ტყუეობაჲ მისი შევიწყალო. და აღეშენოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა და ტაძარი მსჯავრისაებრ მისისა აღემართოს.

19 და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნენ იგინი და არა შემცირდენ და განვფინნე იგინი და არა შეკნინდენ.

20 და შევიდენ ძენი მათნი, ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განმართლდენ და ზედმივიხილო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა.

21 და იყვნენ უძლიერესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს და შევკრიბნე იგინი და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმან მისცა გული თჳსი მოქცევად ჩემდამო? - თქუა უფალმან.

22 და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად,

23 რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოვიდა გულისწყრომით, გამოვიდა რისხვაჲ მიქცეული უთნოთა ზედა

24 მივიდა და არა უკუნიქცეს რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაადგინოს ჴელ-ყოფაჲ გულისა მისისაჲ. უკანასკნელთა დღეთასა ცნენით იგინი.

25

<< ← Prev Top Next → >>