ბიბლია, ქებათა-ქება, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10660&pid=24&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ქებათა-ქება

ბიბლია - ძველი ქართულით

ეკლესიასტე ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8

1 ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე, ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.

2 მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა ჩემისათა. და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა.

3 მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხჳა მე.

4 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.

5 ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა,

6 რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.

7 წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით

8 ქალწულნი იტყჳან: ჯ დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა, რომელსა ითქუას მისსა მიმართ?

9 უკუეთუ ზღუდე არს, აღვაშენნეთ მას ზედა აღსამატებელნი ვეცხლისანი და, უკუეთუ კარი არს, დავამსჭუალოთ მას ზედა ფიცარი ნაძჳსაჯ.

10 სძალმა იკადრა და ეტყჳს: მე - ზღუდე და ძუძუნი ჩემნი - გოდოლნი. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა მპოვნელი მშჳდობისა.

11 ვენაჴი იყო სოლომონისი ვევლამონოს.

12 ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა, მამაკაცი არს ჟამსა მისსა ათასის ვეცხლის, ათასნი - სალმონს და ორასნი - მცველთა ნაყოფისა მისისათა,

13 რომელი მჯდომარე არს მტილთა შინა, მოყუასნი მოელოდეს: ჴმაჲ შენი მასმინე!

14 ივლტოდე, დისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა.

<< ← Prev Top Next >>