1 მიმგებელმა თქუა: ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველისა, მწყსად შორის მტილთა დაკრებად შროშნისა.
2 მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.
3 სიძე ეტყჳს სძლისა მიმართ: კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოებაჲ, შუენიერ ხარ, ვითარცა იერუსალიმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.
4 მიდრკენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ ამათ ფრთოვან- მყვეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;
5 კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოვიდეს საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;
6 ვითარცა საბელი ძოწეული, ბაგენი შენნი, და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.
7 სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ.
8 ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა. იხილეს იგი ასულთა და ჰნატრეს მას. დედოფალთა და ხარჭთა აქეს იგი.
9 ასულთა და დედოფალთა იხილეს სძალი და ჰნატრეს მას: ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი?
10 სიძე ეტყჳს სძალსა: მტილსა ნიგუზოვანთასა შთავედ ნაშობი ღუარისაჲ ხილვად, უკუეთუ აღყუავნა ვენაჴი, აღყვავნეს ბროწეულნი.
11 სძალი ეტყჳს სიძესა: მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად ამინადაბისა. ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სძალსა: მოაქციე, მოაქციე, სულამიტელო! მოაქციე, მოაქციე და გიხილოთ შენ! |