ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 16. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10632&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 კაცისა მიერ წარმართებაჲ გულისაჲ, ხოლო უფლისა მიერ მიგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

2 ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე ღმრთისა და განამტკიცნის სულნი მათნი უფალმან.

3 მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რათა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.

4 ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.

5 არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.

6 რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.

7 ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან; ხოლო დაიმარხი უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.

8 უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალ ნაყოფი სიცრუჲთ.

9 გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რათა ღმრთისა მიერ სლვანი მისნი წარემართნენ.

10 მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.

11 წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ.

12 საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისა, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისა მისისა.

13 სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.

14 გულისწყრომაჲ მეფისა ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.

15 ნათელსა შინა ცხორებისასა ძე მეფისაჲ; ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.

16 მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტეს ოქროჲსაჲ, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულეს უფროჲს ვეცხლისა.

17 ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაჲ იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და, რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა);

18 უწინარეს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარეს დაცემისა სახე ბოროტებაჲ.

19 უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.

20 გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.

21 ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტეს სასმენელღა იყვნენ.

22 წყაროჲ ცხორებისა გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი; ხოლო სწავლაჲ უგუნურთა - ბოროტ.

23 გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

24 გოლი თაფლისაჲ სიტყუანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ.

25 არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

26 კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და აიძულებს წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიეს წარსაწყმედელი თჳსი.

27 კაცმან უგუნურმან ითხარის თავისა თჳსისა წარსაწყმედელი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.

28 კაცი გულარძნილი გამოიღებნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკვისა ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშორნის მეგობარნი.

29 კაცი უშჯულო გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.

30 განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა და განიზრახავნ გულარძნილსა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა და იტყჳნ ყოველსა ბოროტსა; ესე საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.

31 გჳრგჳნ სიქადულისა სიბერე, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.

32 უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.

33 წიაღადვე თჳსად მიუჴდეს ყოველი ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ ყოველი სამართლად.

<< ← Prev Top Next → >>