ბიბლია, იგავნი სოლომონისა, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10619&pid=22&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იგავნი სოლომონისა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა ეკლესიასტე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან.

2 რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ.

3 მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა.

4 და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

5 იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები.

6 ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო.

7 ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა.

8 მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთა.

9 პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა.

10 რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან.

11 შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,

12 რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

13 ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,

14 რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა,

15 და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას,

16 რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.

17 გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით.

18 ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ.

19 ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით.

20 მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო,

21 ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი,

22 რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ,

23 რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე.

24 უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს

25 და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან მოწევნულისა,

26 რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა შეიძრა.

27 ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა.

28 ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან.

29 ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა.

30 ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად,

31 ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა;

32 რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი.

33 წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ.

34 უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

35 დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ.

<< ← Prev Top Next → >>