1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2 წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე, აღპყრობაჲ ჴელთა ჩემთა მსხურეპლ სამწუხროდ.
3 დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა.
4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა.
6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან;
7 ვითარცა სისქე მიწისა განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა.
8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიიღებ სულსა ჩემსა.
9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანაწარვჰჴდე? |