ბიბლია, ფსალმუნნი, თავი 103. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10569&pid=21&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ფსალმუნნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იობი ფსალმუნნი იგავნი სოლომონისა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,

2 შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი.

3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;

5 რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

6 უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან.

8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

10 რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

11 სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი.

13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქუეყანა.

14 რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

15 და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

17 მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა.

18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა.

19 შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისა.

20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი,

21 ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

22 აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან.

23 გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე.

24 ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა.

25 ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა;

26 მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა;

28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

29 ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან.

30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა.

31 იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა.

32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან.

33 ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

34 ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება

<< ← Prev Top Next → >>