ბიბლია, ესთერი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10420&pid=19&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესთერი

ბიბლია - ძველი ქართულით

ნეემია ესთერი იობი

თავი 1 2 3 4 5

1 შემდგომად სიტყუათა ამათ დასცხრა მეფე გულისწყრომისაგან და არღარა მოეჴსენა ვასტიანე. და დაეხსოვნა მას, რაოდენს-იგი იტყოდა, და ვითარ-იგი დასაჯა. და არასადა დედოფალ-ყო ფრიად.

2 და თქვეს მსახურთა მათ მეფისათა: უძიოთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალები ქალწულაები ქმნილკეთილ.

3 და დაადგინა მეფემან დაბნებისა მთავარნი ყოველსა სოფელსა სუფევისა მისისათა და გამოირჩიონ შუშანს ქალაქსა საქალოსა შინა ქალი ქმნულკეთილი. და მიეცნედ საჭურისსა მეფისასა, მცველსა დედათასა, და იღუწოდენ და მიეცემოდენ მათგან საწადელი, რომელთა განიბანნენ.

4 და დედაკაცი იგი, რომელიცა სთნდეს მეფესა, დედოფალ-ყოს იგი ვასტიანესა წილ. და სთნდა მეფესა.

5 და იყო კაცი ჰურია დამკჳდრებული შუშანს ქალაქსა და სახელი მისი მარდოქეოს, ძე იაირისა, ძისა სემეისი, ძისა კესეანისი, ტომისაგან ბენიამენისა,

6 რომელ წარტყვენილ იყო იერუსალიმით წარტყუენასა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელისასა ჟამთა იექონია, ძისა იოსიასა, მეფისა იუდასა.

7 და იყო მისა ყრმაჲ ქალი განზრდილი, ასული ამინადაბისა, მამისა ძმისა მისისა. და სახელი მისი ესთერ. ოდეს აღესრულნეს მამა-დედანი მისნი, განსწავლა იგი და განზარდა თავისა თჳსისა ცოლად. და ზრდიდა მას მორწმუნედ, რამეთუ იყო ყრმაჲ იგი შუენიერ ხილვითა და კეთილ პირითა

8 ოდეს განისმა ბრძანება მეფისა, შეკრიბეს ქალები მრავალი შუშანს ქალაქსა, ჴელთა გოგესათა. და მოიყვანეს ესთერცა ბოგე საჭურისისა და მცველისა მის დედათასა.

9 და შეიყვანეს იგი ტაძრად მეფისა; იხილა რაჲ გოგე საჭურისმან და სთნდა იგი უფროს ყოველთა დედათა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობა წინაშე საჭურისისა მის. და ისწრაფდა ზედდგომად მისსა და მიცემად მას საცხებელსა განსაწმედელსა და როჭიკსა. და შვიდნი იგი ქალნი, რომელნი განჩინებულ იყვნეს მისა მეფისაგან, ჰმსახურებდენ მას კეთილად

10 და არა უჩვენა მათ ესთერ ნათესავი, არცა სოფელი, რამეთუ მარდოქეოს ამცნო მას, რათა არა უთხრას.

11 და დღითი დღე გარეუვლიდა მარდოქეოს სახლთა მათ ქალწულთასა, რაჲ-ძი შეემთხჳოს ესთერს.

12 და იყო ჟამი ქალისა შეყვანებად წინაშე მეფისა, რაჟამს აღესრულნენ თთვენი ათორმეტნი, რამეთუ ესრეთ აღასრულებდენ დღეთა მათ მსახურებისათა: ექუს თთვე სცხებდენ მუროვანსა ზეთსა და ექუს თთვე ნელსაცხებელსა განსაწმედელსა.

13 და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.

14 მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.

15 და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.

16 და შევიდა ესთერ წინაშე არტაქსეს მეფისა მეათორმეტესა თთვესა, რომელ არს ადარი, მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა.

17 სთნდა მეფესა ესთერ და პოვა მადლი უფროს ყოველთა მათ ქალწულთა, რამეთუ იყო იგი წარჩინებულ წინაშე მისსა.

ესთერი 2:17 - Esther Made Queen
Esther Made Queen
18 და ყო მეფემან სმა ყოველთა თანა მეგობართა თჳსთა შვიდ დღე და ადამაღლა ქორწილი ესთერისი და განცხრომა ყო და ყოველთა მიანიჭა საბოძვარნი მრავალნი, ვითარცა შვენოდა დიდებულებასა მისსა.

19 და შეკრიბნა ქალწულნი და დაადგინა მარდოქე მეკარედ ეზოსა მეფისასა.

20 ხოლო ესთერ არა უთხრა მეფესა სოფელი თჳსი, ვინა არს, რამეთუ ესრეთ ამცნო მარდოქეოს, რათა ეშინოდეს ღმრთისა და ჰყოფდეს ბრძანებასა მისსა, რომელი-იგი მოსეს მიერ ამცნო ისრაჱლთა, და ესთერ არა ცვალა წესი თჳსი.

21 ხოლო შეწუხნეს ორნი საჭურისნი მეფისანი, რომელნი იყვნეს მთავარნი მჴმილავთანი ამისთჳს, რამეთუ შური დიდი ჰქონდათ მარდოქესი წარჩინებისათჳს მისისა მეფისა მიერ და ამისთჳს განიზრახეს მოკლვა მეფისა ასვირეოსისა.

22 ხოლო ცნა მარდოქე განზრახვა ესე და აუწყა ესთერს, ხოლო ესთერ მიუთხრა მეფესა განზრახვა იგი სიკუდილისა მისისა.

23 ხოლო მეფე აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა შეპყრობა მათ ორთავე და დამოჰკიდა იგინი ძელსა. და ბრძანა წიგნთა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ სარწმუნო ექმნა მეფესა მარდოქეოს.

<< ← Prev Top Next → >>