ბიბლია, ნეემია, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10415&pid=18&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ნეემია

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ეზრა ნეემია ესთერი

თავი 1 2 3 4 5

1 და იყო თვესა მას ნისანსა, მეოცესე წელსა არტაშეს მეფისასა, და მიითხოვა ჩემგან ღვინო, და მოვიღე ღვინო და ვასუ მეფესა. და იყო მეფე იგი მარტო. რაჟამს შესუა ღვინო იგი,

2 მრქვა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი? და არარა არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკჯურება და შემეშინა მე ფრიად.

3 და ვარქუ მეფესა მას: მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, რასათჳს არა იყოს მჭმუნვარე და მწუხარე პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთა უდაბნო არს? ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა.

4 და მრქვა მე მეფემან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათასა.

5 და ვარქუ მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილ, და თუ ვპოვე მონამან შენმან წინაშე პირსა შენსა მადლი, და მნებავს მივლინება ჩემი ურიასტანად, ქალაქსა საჴსენებელთა მათ მამათა ჩუენთასა, და მე სიტყჳთა შენითა აღვაშენო იგი.

6 და მრქვა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან, და განმიტევა მე, და მე დაუდევ მას დრო.

7 და ვარქუ მეფესა მას: უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მისთა მიერ კერძო მდინარისა მის, და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ურიასტანად,

8 და წიგნი ერთი ასაფისა, რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეფოსა, რათა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს ზღუდეთა მათ განსაგებელად მის ქალაქისათა და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისა იყო ჩემ თანა კეთილობით

9 და მოვედ მთავართა მათ მდინარითკერძოთა და მივეც მათ წიგნები იგი მეფისა, და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და ცხენოსნები.

10 და ესმა ანბალატს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისასა, და ბოროტი უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს.

11 და მოვედით იერუსალემად, და ვიყავ მუნ სამ დღე ოდენ.

12 და აღვდეგ ღამე მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნენ, და არა უთხარ კაცთა მათ, ვითარმედ რა შთამიგდო ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს, და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტო იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი.

13 და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღვარევისასა, პირსა ზედა ქუეყანისა მის ლელოვანისასა, ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისათა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმინდა და ბჭენი მისნი განრყუნილ იყუნეს ცეცხლითა.

14 და განელე მე ბჭესა მას წყაროსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისა მის ჩემისათჳს, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ.

15 და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღვარევით კერძოსა ღამე, და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა და ვიყავ ბჭესა მის თანა ჴევისასა და მოვიქეც.

16 და არა აგრძნეს მჴუმილავთა მათ, ვიდრე არა მისრულ ვიყავ, ანუ რასა ვიქმოდე ურიათა მათ და მღდელთა პატიოსანთა და ერისთავთა და სხვათაცა, რომელნი ადასრულებდეს ღვაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა.

17 და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ერთ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი მისნი ცეცხლითა მომწვარ, მოვედით და აღვაშენოთ ზღუდენი იერუსალჱმისანი, და არღარა ვიყვნეთ საყუედრელ.

18 და უთხარ მათ, ვითარმედ: ჴელი უფლისა იყო ჩემ თანა კეთილობით, და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე, და ვარქუ მათ: და აღვდგეთ, ვიქმოდეთ და აღვაშენოთ და განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად.

19 და ესმა სანაბანატს, ჰარონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა და გვეკიცხევდეს ჩუენ. და მოვიდეს ჩუენდა, მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქთ? და გნებავს მეფისაგან განდგომა?

20 მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგვიმართა ჩუენ, და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმინდანი, და აღვაშენოთ, და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს.

<< ← Prev Top Next → >>