ბიბლია, პირველი ნეშტთა, თავი 19. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10357&pid=15&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 და იყო, ამისა შემდგომად მოკუდა ნაას, მეფე ძეთა ამონისათა. და მეფობდა ანან, ძე მისი, მის წილ.

2 და თქუა დავით: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა ყო მამამან მისმან ჩუენ თანა წყალობაჲ. და მიავლინნა მოციქულნი დავით, რათა ნუგეშინის-სცეს მას მამისა მისისათჳს. და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანად ძეთა ამონისთა, ნუგეშინის-ცემად მისა.

3 და ჰრქუეს მთავართა ამონისთა ანანს: ნუუკუე დიდებად მამისა შენისა დავით წინაშე შენსა მონანი მისნი მოავლინნა ნუგეშინის-ცემად შენდა? არამედ რათა გამოიკულიონ ქალაქი და განიმსტრონ ესე ქუეყანა, ამისთჳს მოავლინნა შენდა?

4 და მოიყვანნა ანან მონანი იგი დავითისნი და დაჰყჳნა მათ წუერი, და მოკუეთა სამოსლისა მათისა ზოგი ვიდრე სარტყლამდე და განუტევნა იგინი.

5 და მოვიდეს და უთხრეს დავითს კაცთა მათთჳს. და წარავლინნა მიგებებად მათდა, რამეთუ იყუნეს გინებულ ფრიად და ჰრქუა მათ მეფემან: დასხედით იერიქოდ ვიდრე აღმოგესხას თმა და წუერი თქუენი, და მაშინღა აღმოვედით.

6 და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ჰრცხვენა მონათა დავითისთა. და წარავლინნა ანან და ძეთა ამონისთა და მიუძღუანეს ათასი ტალანტი ვეცხლისა, რათა მოინადონ ასურეთით შუამდინარისით ერი. და მოინადეს ასურეთით, და მააქათ და რასუბათ ეტლები და მჴედრები.

7 და დაიდგინეს ვეცხლითა თავისა მათისა ოცდაათორმეტი ათასი ეტლები, და მეფე იგი მოაბ და ერი მისი მოვიდეს და დაიბანაკეს წინაშე მედაბასი და ძენი ამონისნი შეკრბეს ქალაქებისაგან მათისა და მოვიდეს ბრძოლად.

8 და ესმა დავითს და მიავლინა იოაბ და ყოველი ერი ძლიერთა.

9 და გამოვიდა ძენი ამონისნი და განეწყუნეს ბრძოლად ბჭეთა თანა ქალაქისთა. და მეფენი იგი, რომელნი მოსულ იყუნეს, განეწყუნეს თჳსაგან ველსა გარე.

10 და იხილა იოაბ, რამეთუ იყუნეს იგინი წინაშე პირისპირ ბრძოლად მისა წინა და უკანა კერძო. და გამოირჩია ყოველთაგან ჭაბუკთა ისრაჱლისათა და ეწყო წინაშე ასურისა მის.

11 და ნეშტი იგი ერი მისცა ჴელსა აბესასა, ძმისა მისისასა. და განეწყო ძეთა ამონისთა.

12 და ჰრქუა: უკუეთუ განძლიერდეს ასური იგი უფროს ჩემსა, მეყავ მე შემწე, და უკეთუ განძლიერდენ ძენი ამონისნი უფროს შენსა, მე მოვიდე შემწედ შენდა.

13 და მჴნე განძლიერდი ერისათჳს ჩუენისა და ქალაქისათჳს ღმრთისა ჩუენისა, და უფალმან ყავნ კეთილი წინაშე თუალთა მისთა.

14 და განეწყო იოაბ და ერი იგი მის თანა წინაშე ასურთა მათ ბრძოლად და ივლტოდეს მისგან ასურნი იგი.

15 და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ივლტიან ასურნი იგი და ივლტოდეს იგინიცა პირისაგან იოაბისა და პირისაგან აბესასა, ძმისა მისისა, და შევიდეს ქალაქად. და მოვიდა იოაბ იერუსალჱმდ.

16 და იხილა ასურმან, რამეთუ იოტა იგი ისრაჱლმან. და მიავლინეს მოციქულნი და მოიყვანნეს ასურნი იგი წიაღ მდინარით და სობოქა ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისა წინაშე მათსა.

17 და უთხრეს დავითს. და შეიკრიბა ყოველი ისრაჱლი წიაღ იორდანესა და მოვიდა მათ ზედა და ეწყო მათ. და განეწყო დავით წინაშე ასურთა მათ და ჰბრძოდა მათ.

18 და ივლტოდეს ასურნი იგი პირისაგან დავითისა და მოსრა დავით ასურთა მათგანი შჳდ ათასი ეტლი და ორმეოცი ათასი კაცი და სოფაქ, ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისი, მოკლა.

19 და იხილეს მონათა მათ ადრააზარისათა, რამეთუ იძლინეს წინაშე პირისაგან ისრაჱლისა. და აღუთქუეს აღთქმა დავითის თანა და ჰმონებდეს მას. და აღარა ინებეს ასურთა მათ მერმე შეწევნად ძეთა ამონისთა.

<< ← Prev Top Next → >>