ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10318&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.

2 და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

3 და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.

4 და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელ-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

5 და უთხრეს მეფესა და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფისა მის ისრაჱლისა. და წარიღო ათი სასწორი ვერცხლი და ექუსი სასწორი ოქრო, ათი ქმნული სამოსელი.

6 და წარიღო წინაშე მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრე: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ესე შენდა, მომივლენია შენდა ნემან, მონა ჩემი, და განწმიდო კერთოვანებისაგან თჳსისა.

7 და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.

8 და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.

9 და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.

10 და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.

11 და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კვთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ამის ჩემისა.

12 არამე უმჯობეს არიან არბანა და ფარფათა მდინარენი იგინი დამასკისანი ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მოიქცა და წარვიდა გულისწყრომით.

13 და წარდგეს მონათა მისთაგანნი და ეტყოდეს მას: ძმაო, დიდი თუმცა სიტყუაჲ რა გარქვა შენ წინაწარმეტყუელმან? არამემცა ჯერ-იყო ყოფად? აცადე, რამეთუ გარქვა: დაიბანე, განწმიდნე.

14 და შთაჴდა ნემან და იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მისებრ ელისესა. და მოიქცეს და იქმნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა.

15 და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.

16 და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.

17 და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.

18 სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.

19 და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

20 და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.

21 და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?

22 და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.

23 და ჰრქუა ნემან: უკუეთუ ეგრე არს, მიიღე სამი სასწორი ვერცხლისა. და აიძულა და მისცა სამი სასწორი ვერცხლისა, და შეკრა და შთადვა ორთა გუნდთა და ორი სამოსელი ქმნული და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღკიდეს წინაშე მისსა.

24 და მოვიდეს ბნელისასა მას და მოიღო ჴელთაგან მათთა და დადვა სახლსა მას და განუტევნა იგინი. და წარვიდეს კაცნი იგი.

25 და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას ელისე: ვინა მოხვალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა თუ ამიერ.

26 და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?

27 და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.

<< ← Prev Top Next → >>