ბიბლია, მეორე მეფეთა, თავი 24. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10291&pid=12&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და შესძინა გულისწყრომამან ღმრთისამან განრისხება ისრაჱლსა ზედა და აღაზრზინა მათ ზედა დავით და თქუა: წარვედით და აღმირაცხეთ ყოველი კაცი ისრაჱლი და იუდასი!

2 და ჰრქვა მეფემან იოაბს და მთავართა მათ ერისათა: მოვლეთ თქუენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდასი დანითგან ბერსაბედმდე, აღრაცხეთ და აღითვალეთ და აღწერილი მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხუ ერისა მის.

3 მიუგო იოაბ მეფესა და ჰრქუა: შესძინენ უფალმან ღმერთმან ერსა ამას ასი წილი! თჳთ უფალმან ჩუენმან მეფემან იხილენ! მეფე, მო-ვე-რასა-იღე ზრახვა გულისა შენისა, უფალო ჩემო მეფე?

4 განძლიერდა ბრძანება იგი მეფისა უფროს იოაბის მიმართ და მთავართა ზედა და გამოვიდეს იოაბ და მთავარნი იგი პირისაგან მეფისა აღრიცხვად ერისათჳს ისრაჱლისა.

5 და წიაღჴდეს იორდანესა და დაიწყეს გარემოცვად არობელით მარჯულ ქალაქისა, რომელ არს შორის ღელეთა გაადისთა და ელიაზარისა.

6 და მოვიდეს გალადად და ქუეყანასა მას ქეტელთასა და კადესსა, და მოვიდის დანადმდე და მიიწივნეს სიდონიად.

7 და მოვიდეს ბოსორად და ტჳრედ და ყოველთა ქალაქთა ეველთასა და ქანანელთასა და მიიქცეს სამხრით კერძო იუდასა ბერსაბედმდე.

8 და მოვლეს ყოველი ქუეყანა და მოვიდეს მეცხრესა თთვესა და ოცსა დღესა იერუსალჱმად.

9 და მოიღო იოაბ წიგნი იგი აღწერილი სოფლისა და დადვა წინაშე მეფისა. და იყო რიცხჳ ერისა მის ისრაჱლისა რვაას ათასი კაცი აზნაური ოდენ და იუდისი რჩეული კაცი სპარაზენი ხუთასი ათასეული.

10 და შეეჭუდა გული დავითისი აღწერისა მისთჳს ერისასა, სიტყუად იწყო დავით უფლისა და თქუა: ვცოდე ფრიად წინაშე უფლისა, რამეთუ ვყავ ესე სიტყუაჲ და აწ, უფალო, მომიტევე შეცოდება ესე მონასა შენსა, რამეთუ ცუდად და უგუნურებით ვიზრახე ზრახვა ესე.

11 და აღდგა დავით განთიად, იყო ბრძანება უფლისა გად წინასწარმეტყუელისა ხილვად დავითისა, და ჰრქვა:

12 წარვედ და ეტყოდე დავითს: ესრეთ იტყჳს უფალი, სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაიმე მათგანი, რომელი ვყო შენთჳს!

13 და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა, ანუ სამთავე მეოტად წარქცევა მტერთაგან სულშეუქცეველად, ანუ სამსა დღესა სიკუდილი კაცთა ქუეყანასა შენსა. და აწ შენ განიზრახე და მითხარ მე, რა მივართვა მომავლინებელსა ჩემსა?

მეორე მეფეთა 24:13 - David Chooses His Punishment
David Chooses His Punishment
14 მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).

15 და ბრძანა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე. და მოიწია მოსრვა ერსა მას ზედა ისრაჱლისასა. და მოკუდა მას დღესა შინა ვითარ სამეოცჩჳდმეტი ათასი კაცი დანითგან ბერსაბედამდე.

16 და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.

17 სიტყუად იწყო დავით უფლისა, რაჟამს იხილა ანგელოზი იგი, რამეთუ მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა და თქუა დავით: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არარა ცოდეს. იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახელსა ზედა მამისა ჩემისასა!

18 და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქუა: მივედ შენ ადრე და აღაშენე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!

19 და წარვიდა დავით სიტყჳსაებრ გადისა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

20 და ვითარცა იხილა ორნია მეფე დავით, წინამიეგებოდა მას და თაყუანი-სცა მეფესა.

21 და ჰრქუა ორნია: რა არს, უფალო ჩემო, მეფე, რასა მოხვალ მონისა შენისსა? მიუგო დავით და ჰრქუა: მოსყიდად კალოსა ამის შენისა და აღშენებად მას ზედა საკურთხეველი უფლისა ღმრთისა, რათა დასცხრეს მოსრვა ესე ერსა ამასა ზედა!

22 მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისაებრ უფლისა ღმრთისა, და ვითარცა სათნო-უჩნს! და, აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად და უღელი და საჴნველი და ყოველივე ჭურჭელი კალოსი მრგულიად დასაწველთათჳს შეშად!

23 ყოველივე მისცა ორნია მეფესა და ჰრქუა: შეიწირენ უფალმან ჴელთაგან შენთა!

24 მიუგო მეფემან და ჰრქუა: არა ეგრე, თუმცა ცუდად მოვიღე, არამედ ნაცვალი მიგცე შენ, არა შევსწირნე საკუერთხნი მედად უფლისა და ღმრთისა დასამშჳდებელად! და მოიყიდა დავით კალო იგი ცვალებით და ჴართა მათთჳს მისცა ორმოცდაათი სასწორი ვერცხლი, რომელ არს სატირი.

25 და აღაშენა მუნ დავით საკურთხეველი უფლისა ღმრთისა და შესწირნა ჴარნი იგი მსხუერპლად უფლისა დასამშჳდებელად! (მერმე შე-ღავე-სძინა სოლომონ და განადიდა საკურთხეველი იგი, რამეთუ პირველ მცირე იყო). და დააცხრო უფალმან რისხვა მისი ქუეყანასა ზედა. და დასცხრეს გუემანი იგი ისრაჱლისაგან.

<< ← Prev Top Next >>