ბიბლია, მეორე მეფეთა, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10287&pid=12&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი მეფეთა მეორე მეფეთა მესამე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

1 და მოსრულ იყო მუნ კაცი ერთი ნაშობი უსჯულოებისა, და სახელი მისი საბეე, ძე ბაქორისი, იემინელი. და მან მეყსეულად ნესტუსა დაბერა და თქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა! არცა სამკჳდრებელი ჩუენი ძისა თანა იესესისა! მიმოდაეგენ ყოველი კაცი ისრაჱლისა ადგილად თჳსა!

2 და წარვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა, რომელნი იყუნეს მეფისა თანა, და შეუდგეს საბეესა, ძესა ბაქორისასა, ხოლო კაცნი იგი იუდასნი მოვიდეს მეფისა თანა იორდანით იერუსალჱმად.

3 და შევიდა დავით სახიდ თჳსა იერუსალჱმად. და მოიყვანა მეფემან ათნივე იგი ხარჭნი თჳსნი, რომელნი დაეტევნეს მცველად სახლსა მისსა და დასხნა იგინი სახლსა შინა ერთსა და როჭიკსა სცემდა მათ, ხოლო იგი არღარა შევიდის მათ თანა. და იყუნეს იგინი დაცულ და შესჭამდეს როჭიკსა ქურიობისასა ვიდრე სიკუდილადმდე მათა.

4 და ჰრქუა მეფემან ამესას: დრო-ეც ერსა მაგას იუდასსა სამ დღე და შენ აქავე დადეგ!

5 და წარვიდა ამესა და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას მეფემან.

6 მაშინ ჰრქუა დავით ამესას: ბოროტი ნურა გჳყოს ჩუენ საბეე, ძემან ბაქორისამან, უფროს აბესალომისა. აწ შენ წარიყვანე ერი უფლისა შენისა და ეწიე მას, ნუ უკუნშევიდეს იგი ქალაქსა სადამე ერთსა ძნელსა, შეევედროს მათ ჩუენგან.

7 და უბრძანა დავით ყოველსა ერსა, რათა წარვიდეს. და დევნა-უყვეს აბესა და კაცთა იოაბისთა და ქერეთუნ ოფელტი და ყოველი იგი ერი წარვიდეს ამესას თანა და სდევდეს საბეეს, ძესა ბაქორისასა.

8 და იგი დაბანაკებულ იყო ლოდსა მას თანა დიდსა, რომელი იყო გაბაონს. და ამესა მოვიდა და დადგა პირისპირ მათსა. და იოაბს შთაეცვა ჯაჭვი და ერტყა მას ჴმალი პოლოტიკი ორპირი. და აღმოშორებულ იყო ჴმალი იგი ქარქაშსა მისსა.

9 ჰრქუა იოაბ აბესიას: მშჳდობით ხარა, ძმაო? და მოსდვა ჴელი იოაბ ამესას ქედსა, მოზიდა, რეცა თუ ამბორისა-ყოფისა.

10 და ამესა არა ეკრძალა, რათამცა დაიცვა თავი თჳსი ჴმლისა მისგან და სცა იოაბ უბესა ამესასა ზეჩამომართ და გარდმოყარნა ნაწლევნი მისნი: და მუნთქუესვე წიაღჴდეს სულნი მისნი. იოაბ და აბესამ დევნა-უყვეს საბიას, ძესა ბოქორისსა.

11 და მოვიდა კაცი ერთი და დადგა ამასიას ზედა სპათაგან იოაბისთა და თქვა: რომელსა უყვარან დავით და იოაბ, შეუდგეს იოაბს, და აბესიას!

12 რამეთუ ამესა მომკუდარ არს და შესვარულ სისხლითა და ძეს გზასა ზედა. და ყოველი კაცი, რომელი მოვალნ, დაადგრის მას ზედა, და ხედავნ მას! ვითარცა ესმა სიტყვა ესე იოაბს, აღიღეს ამესა და გარდარევდეს გზასა და დაბურეს მას სამოსელი.

13 და მიერითგან შეუდგა ერი იგი იოაბს და სდევდეს საბეეს, ძესა ბოქორისსა.

14 და მოვიდეს ნათესავთა მათ თანა ისრაჱლისათა საბეე და ბეთბაგოს და ყოველნი მოქალაქენი შეკრბეს ქალაქსა ერთსა.

15 და უქმნეს მას ზღუდისზღუდე. და ყოველი იგი ერი იოაბისი გარემოადგა ქალაქსა მას და მიაწიეს იგი გამოსაღებელად.

16 და ჴმა-ყო დედაკაცმან ერთმან ბრძენმან ზღუდით გარდამო და თქუა: ისმინეთ, ისმინეთ ჩემი, რომელნი-ეგე გარემოდგომილ ხართ ქალაქსა ამას, და არქუთ იოაბს, რათა მო-რე-დგეს და ვეტყოდი მას!

17 ვითარცა მივიდა იოაბ მახლობელად ზღუდესა მას, და ჰრქუა დედაკაცმან მან იოაბს: ისმინენ სიტყუანი მჴევლისა შენისანი! და ჰრქუა: იტყოდე, მესმის!

18 და დედაკაცმან ჰრქვა იოაბს: სიტყჳსჯერად უთქვამს პირველთა მათ, ვითარმედ: იკითხონ აბელსა და დანს მოაკლდენ, რომელი სარწმუნოთა ისრაჱლისათა დადვეს და თქუეს, ვითარმედ: იკითხონ იაბელს და ეგრე მოაკლდენ.

19 აწ მე ვარ მშჳდობა და სიმტკიცე ისრაჱლისა და აწ შენ მოსრულ ხარ მოოჴრებად ქალაქისა ამის, რომელი დედა არს ყოველთა ქალაქთა ისრაჱლისათა? აწ რასა შთანსთქამ სამკჳდრებელსა უფლისასა?

20 მიუგო იოაბ და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე ჩემდა, ვითარმცა მოვაოჴრე ეგე!

21 არა ეგრე, არამედ კაცი ერთი მანდა შევიდა მთისა ეფრემისი, საბეე, ძე ბოქორისა, რომელი მჴდომად აღუდგა დავითს. იგი ხოლო მარტო გამომეცით და წარვიდე ქალაქისა ამისგან! და ჰრქუა დედაკაცმან: აწვე, ვიდრე მანდაღა სდგა, გარდმოგიგდონ თავი მისი!

22 და შევიდა დედაკაცი იგი მუნვე ქალაქად და ეტყოდა მოქალაქეთა სიტყუათა მათ გონიერებისათა. და მოჰკუეთეს თავი საბეეს, ძესა ბოქორისასა, და გარდმოუგდეს იოაბს. და უბრძანა იოაბ დაბერვა ნესტჳსა და დაცადებად ბრძოლა ქალაქსა მას. და განიბნია ერი იგი თჳთეულად ადგილად თჳსსა და იოაბ წარვიდა მეფისა იერუსალჱმდ.

23 და იოაბ იყო უხუცესი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა და ბანია, ძე იოდესი, იყო ჴელმწიფე ჩერეთეოსა და ფილეთეოსა ზედა.

24 და ადორამ ხარკისმომჴდელი იყო და საფან, ძე აქითალისი, საჴსენებელთმწიგნობარ.

25 და სოსაკ მწიგნობართმოძღუარი იყო, სადუკ და აბითარ მღდელთმოძღუარნი იყუნეს.

26 და ირას - ეეთეს მღდელად წინაშე მდგომელ დავითისა.

<< ← Prev Top Next → >>