ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 28. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10264&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ყოფად ხარ ერითურთ შენით წყობად ისრაჱლისა!

2 და თქუა დავით: აქა ვარ, აწ სცან, რასა იქმოდის მონა შენი წინაშე შენსა! და ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგასა ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფედ უფალ-გყო შენ სახლსა ზედა ჩემსა ყოველთა დღეთა.

3 და მოკუდა სამოველ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან. და დაფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქვეყანასა ზედა.

4 და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა და დაიბანაკეს გელბუეს.

5 რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთა, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი.

6 და იწყო კითხვად უფლისაგან და არა მიუგო მას უფალმან. და იკითხჳდა ჩუენებათაგან და წინასწარმეტყუელთა და არა ვინ ყო მისა სიტყჳსგება.

7 მაშინღა ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი, მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი ერთი ულუკი აენდორსა შინა.

8 და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ; და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანა ორნი მონანი. და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა დედაკაცსა მას: მიმისნე მე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემს წინაშე, რომელსა ვეძიებ მე.

9 და ჰრქუა დედაკაცმან მან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი. აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რათამცა მომაკუდინა მე?

10 ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა.

11 და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? და ჰრქუა მას საულ: სამოველ აღმომგვარე მე!

12 და იხილა დედაკაცმან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ, ჴმაო ჴმითა დიდითა დედაკაცმან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუე მე, რამეთუ შენ თავადი თვით საულ ხარ?

13 მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქვი შენ პირველვე, ვითარმედ, ნუ გეშინინ შენ, არამედ რა იხილო, მითხარ მე! რქვა დედაკაცმან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით.

14 და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

პირველი მეფეთა 28:14 - Saul Talks to Spirit of Samuel
Saul Talks to Spirit of Samuel
15 მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.

16 ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?

17 და გიყო შენ უფალმან, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ. და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობა შენი და მისცეს მოყუასსა შენსა დავითს!

18 რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანება იგი უფლისა და არცა დააცხრევ რისხვა გულისწყრომისა მისისა ამალეკსა ზედა. ამისთჳს ყო ეგე შენ ზედა უფალმან.

19 და მისცეს უფალმან შენითურთ ისრაჱლი უცხოთესლთასა და ხვალე ამას ჟამსა შენ და ძენი შენნი დაეცეთ პირითა მახჳლისათა, და ერი იგი ისრაჱლისა მიეცეს ჴელთა უცხოთესლთასა.

20 დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა მას სიტყუათა მათგან სამოველისათა, და ძილი არღარა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რა მას დღესა და ღამესა, არცა ესვა რა.

21 და დედაკაცმან მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისა და შევიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი!

22 აწ შენცა ისმინე მჴევლისა შენისა, და დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ.

23 ხოლო მან არა ინება. და აწვევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი, და იგი არა ისმენდა ჴმასა მათსა. მაშინღა ადგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა.

24 და დაკლა დედაკაცმან ჴბო ერთი მწოვარი და შექმნა პური უფუველად ტაფილად.

25 და დაუგო იგი წინაშე მათსა, და ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამე ყოელ.

<< ← Prev Top Next → >>