ბიბლია, პირველი მეფეთა, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10245&pid=11&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

რუთი პირველი მეფეთა მეორე მეფეთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31

1 და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი, ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი.

2 და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ. და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არა ვინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა.

3 და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და რქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი.

4 და მოვლეს მთანი საირისნი და ვერა პოვნეს; და მოვლეს ყოველი ქუეყანა სალიმისნი და არა პოვნეს; და მოვიდეს ქვეყანასა იემინელთასა და არცა მუნ პოვეს.

5 მაშინ მოვიდეს სიფასა, რქუა საულ ყრმასა მას: გვალე და მივიქცეთ ჩუენდავე მამისა ჩუენისა, ნუუკუე დაეტეოს ზრუნვა, ვითარ მათ, და იურვოდის იგი ჩუენთჳს?

6 მიუგო ყრმამან მან და რქუა: მესმა მე, ვითარმედ კაცი არს აქა, ღმრთისა ქალაქსა მას, პატიოსანი და დიდებული, და რაჲცა თქჳს, ყოველივე აღესრულის. აწ მივიდეთ მისა, რათა ვკითხოთ, თუ რომელსა კერძოსა უმჯობეს არს, და წარვიდეთ.

7 მიუგო საულ ყრმასა მას და რქუა: მისლვით მივიდეთ, გარნა რაჲ მივართვათ კაცსა მას ღმრთისასა, რამეთუ პურიცა მოკლებულ არს საგზლისაგან ჩუენისა და ამისა უფროს არა გვაქუს, რომელსა-ესე ხედავ?

8 მიუგო მეორედ ყრმამან მან და ჰრქუა საულს: არს აქა ჩემ თანა მეოთხე ნაწილი სასწორი ვეცხლისა, იგი მიიღე და მიეც კაცსა მას ღმრთისასა, რათა გჳთხრას ჩუენ გზა იგი ჩუენი, რომელსა ვიდოდით.

9 რამეთუ წინათ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა ესრეთ იტყჳედ კაცისა მისთჳს ღმრთისასა, რომელნი შევიდიან კითხვად მისა უფლისა მიერ: მიდით კაცისა მის, რომელი მხილველი არს, რამეთუ წინასწარმეტყველთა მათ ჟამთა მხილველი უწოდიან.

10 მაშინ რქუა საულ ყრმასა მას: კეთილ, გვალე, მივიდეთ! და მივიდოდეს ქალაქსა მას, სადა-იგი იყო კაცი ღმრთისა.

11 ვითარცა მიიწინეს იგინი შესავალსა ქალაქისასა, შეემთხჳა მათ ქალები, რომელი გამოვიდოდა ვსებად წყლისა. და რქუეს მათ: აქამე არს მხილველი იგი?

12 მიუგეს ქალთა მათ და რქუეს: აწღა თქუენსა წინა შემოვიდა ქალაქად, რამეთუ შეწირვად მოსრულ არს მსხუერპლისა ერისა მის ბამას.

13 და ოდეს შეხჳდეთ ქალაქად, ჰპოოთ კაცი იგი, ესრეთ ერი კრებულ იყოს, რამეთუ მას ელიან და არა ჭამონ პური, ვიდრე ერმან შესწირნეს მსხუერპლნი იგი უფლისა, მაშინღა ჭამონ პური. და აწ თქუენ ადრე აღვედით და ჰპოოთ იგი ქალაქსა შინა, რამეთუ დღეს ამისთჳს მოსრულ არს მსხუერპლისა შეწირვად.

14 და ვითარცა შევიდოდეს იგინი საშუალ ქალაქსა მას, შეემთხჳა მათ სამოველ, რამეთუ მოვიდოდა ბამად.

15 რამეთუ გამოუცხადა ღმერთმან სამოველს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღარა შემთხუეულ იყო.

16 ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა. და მან იჴსნეს ერი იგი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა, რამეთუ მოვხედო სიმდაბლესა მას ერისა ჩემისასა, რამეთუ მოვიდა ჩემდა ღაღადებაჲ იგი მათი.

17 და სამოველ ვითარცა იხილა საულ და ჰრქუა მას მეუფემან: ესე არს კაცი იგი, რომლისათჳს გარქუ შენ. ესე მეფობდეს ერსა მას ჩემსა ზედა.

18 რქვა საულ სამოველს: მითხარღა მე სახელი მხილველისა მის.

19 მიუგო სამოველ და რქუა: მე თავადი ვარ! არამედ აღვედ შენ ჩემსა წინა ბამად; და ჭამე დღეს ჩემ თანა პური და ხვალე წარგავლინო შენ და გითხრა ყოველივე ნება გულისა შენისა!

20 ხოლო ვირთა მათთჳს ნურას ზრუნავ, რამეთუ დღე სამ არს, ვინათგან უპოვნიან ვირები იგი. ამიერითგან კეთილსა ზრახევდ, რამეთუ ვისამე არს სიხარული დღეს ისრაჱლსა შორის ვითარ შენდა და სახლისათჳს მამისა შენისა?

21 მიუგო საულ და რქუა: არამე ძე კაცისა იემენელისა ვარ უმრწემესი ნათესავთა შორის ისრაჱლისასა და ტომი იგი ჩემი უმცირეს ყოველსა შორის ტომსა ბენიამენისასა? აწ რად მარქუ მე, უფალო, სიტყუაჲ ეგე?

22 და წარიყვანა სამოველ საულ და ყრმა იგი, რომელ მის თანა იყო, და შეიყვანა იგი ვანად თჳსა და უბრძანა მას დაჯდომა ოცდაათსა მეინაჴესა ზემო კერძო.

23 და ჰრქუა სამოველ მზარეულსა მას: მომართუ მე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად!

24 და მზარეულმან მოართვა ბარკალი ერთი კუნთითურთ, დაუგო წინაშე მისა, და რქუა სამოველ საულს: აჰა ეგერა, ეგე საწამებელი არს შენდა წინაშე ყოვლისა ერისა მაგის! და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოველითურთ მას დღესა შინა.

25 და გარდამოვიდეს ბამით ქალაქად და დაუგეს საულს სარეცელი ერდროსა ზედა და დაწვა.

26 და ვითარ ცისკარი განეღებოდა, გარდამოუწოდა სამოველ საულს მიერ ერდოთ და რქუა: აღდეგ და გარდამოჴედ და წარგავლინო შენ. და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქსა მას.

27 და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა, რქუა სამოველ საულს: არქუ ჭაბუკსა მაგას, და წაგჳძღვეს ჩუენ წინა და შენ ფერჴი დაიპყარ და ისმინე ბრძანებაჲ უფლისა.

<< ← Prev Top Next → >>