ბიბლია, რუთი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10234&pid=10&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / რუთი

ბიბლია - ძველი ქართულით

მსაჯულნი რუთი პირველი მეფეთა

თავი 1 2 3 4

1 და ნოომინის ქმრისაჲ იყო კაცი მეცნიერი, და კაცი ესე იყო ძლიერ ძალითა ნათესავისაგან ელიმელექისა და სახელი მისი ბოოზ. და მისცა ნოომინს სახელი ქვრიობისა საყოფელად მისსა.

2 და ჰრქუა რუთ მოაბელმან ნოომინს: განვიდე ველად, დავკრიბო თავი ჴუვილისაჲ შემდგომად, სადაცა ვპოო მადლი წინაშე თუალთა მისთა. და ჰრქუა მას ნოომინ: განვედ, ასულო.

3 და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ჴუვილისაჲ ყანასა შიდა შემდგომად მომკალთასა. და მიემთხჳა იგი მიმთხუევით ნაწილსა მას ყანასა ბოოზისსა, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან ელიმელექისი.

4 და, აჰა ესერა, ბოოზ მოვიდა ბეთლემით და ჰრქუა მომკალთა მათ: უფალი თქუენ თანა! და მათ ჰრქუეს მას: გაკურთხენინ შენ უფალმან!

5 და ჰრქუა ბოოზ მონათა მას მისსა, ზედა-მდგომელსა მას მომკალთასა: ვინ არს ჭაბუკა ესე?

6 მიუგო მონამან მან, რომელი-იგი ზედაადგა მომკალთა მათ და ჰრქუა ბოოზს: დედაკაცი ეგე არს მოაბელი, რომელი მოვიდა ნოომისის თანა ქუეყანით მოაბისაჲთ.

7 და თქუა: ვიკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭელეულსა შემდგომად მომკალთა. და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე აქამომდე, და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შიდა.

8 და ჰრქუა ბოოზ რუთს: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ კრებად სხჳსა ყანასა და ნუცა განეშორები, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.

9 და თუალნი შენნი იგენ ყანასა მას, სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა, მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რათა არა გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭლად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.

10 და დავარდა რუთ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოზს: რაჲ არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ?

11 მიუგო მას ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შობისა შენისა და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღუნ?

12 მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისა, რომლისა მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.

13 ხოლო მან თქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისსა, და მე ვიყო ამიერითგან, ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.

რუთი 2:13 - Ruth Meets Boaz
Ruth Meets Boaz
14 და ჰრქუა მას ბოოზ: ჟამთა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური, და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი და ჭამა და განძღა და დაუშთა.

15 და აღდგა კრებად თავისა და ამცნო ბოოზ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რათა მჭელეულსაცა შორის იკრიბოს თავი, და ნუ ჰკდემთ მას.

16 და თავს-დებით თავს-იდევით ეგე! და მისცით მაგას საჭმლისაგან თქუენისა და უტევეთ იგი, და ჭამდეს და კრებდეს თავსა და ნუ რისხავთ მაგას.

17 და კრიბა ყანასა მას შიდა ვიდრე მწუხრადმდე და გამოწმიდა, რომელი-იგი შეეკრიბა და იყო სათხოელ ერთ ქრთილი იგი.

18 და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა დედამთილმან მან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა. და გამოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.

19 და ჰრქუა დედამთილმან მან მისმან: სადა ჰკრიბე დღეს, ასულო? და სადა დაჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა სახელი კაცისა მის, რომლისა თანა ვკრიბე დღეს, ჰრქჳან ბოოზ.

20 ჰრქუა ნოომინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ მისი ცოცხალთა თანა და მკუდართა თანა. და ჰრქუა ნოომინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა ჩუენდა არს.

21 ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: და მრქუაცა მე, ვითარმედ: შეეყავ მჴევალთა ჩემთა, ვიდრემდე აღასრულონ ყოველი სამკალი, რავდენიცა არს ჩემი.

22 და ჰრქუა ნოომინ რუთს, ძის ცოლსა თჳსსა: კეთილ, ასულო, რამეთუ განხუედ მჴევალთა მისთა თანა და არა მიხუედ შენ სხჳსა ყანასა.

23 და შეეყო რუთ მჴევალთა მათ ბოოზისთა კრებად თავისა, ვიდრემდე დაასრულეს მკაჲ ქრთილისაჲ, და შევიდა რუთ და იყოფოდა დედამთილისა თჳსისა თანა.

<< ← Prev Top Next → >>