ბიბლია, მსაჯულნი, თავი 2. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10213&pid=9&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მსაჯულნი

ბიბლია - ძველი ქართულით

იესო ნავეს ძე მსაჯულნი რუთი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21

1 და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს თქუენდა მიმართ უკუნისამდე.

2 და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ.

3 და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის, რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა საცთურ.

4 და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და ტიროდეს.

5 ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს მუნ მსხუერპლი უფლისა.

6 და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა.

7 და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა.

8 და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა წლისა.

9 და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა.

10 და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი. რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა.

11 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა.

12 და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი.

13 და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა.

14 და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს.

15 და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად

16 და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს.

17 და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა ყვეს ეგრეთ.

18 და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ.

19 და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა.

20 და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.

21 და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან.

22 და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა.

23 და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე, არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა.

<< ← Prev Top Next → >>