1 და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე.
2 და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი.
3 და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა.
4 და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა, აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი.
5 და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ.
6 მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა.
7 და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი, შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
8 და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად.
9 სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ ერად უფლისა ღმრთისა.
10 ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
11 და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა:
12 ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ.
13 და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ.
14 და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან:
15 წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ!
16 წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
17 წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
18 წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
19 წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
20 წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
21 წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ!
22 წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
23 წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
24 წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
25 წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
26 წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |