ბიბლია, მეორე რჯული, თავი 14. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10167&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა.

2 რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.

3 ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი,

4

5 ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, ნიამორი,

6 და ყოველი პირუტყჳ, რომელი ჭლაკ-განპებულ იყოს და აღმოიცოხნიდეს, შჭამოთ.

7 და რომელ არა შჭამო, ესე არს, რომლისა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ და არა აღმოიცოხნიდეს, არცა განმარტებულ ესხნენ ფრცხილნი.

8 არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან.

9 რომელი წყალსა შინა არს, ესე შჭამო. ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო.

10 და ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ, და არცა ქეცი ედვან, მისი არა შჭამო, რამეთუ ბილწი არს.

11 ყოველივე მფრინველი, რომელი წმიდა იყოს, მისი შჭამო.

12 და რომელი არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო,

13 ორბი, ფასქუჯი და ყანჩი, ყურჭი,

14 ძერი და ყოველი მსგავსი მისი,

15 სირაქლემი და ბუვი, ყუავი და ყიველი მსგავსი მისი.

16 და ტივი, და ყარყატი, და აკაური,

17 და ოფოფი და ძენძერუკი და დედამთრვალი და ქორი და ყოველი მსგავსი მისი.

18 და ვარხჳ და მღამიობი, და ბუკიოტი და ყოველი მსგავსი მისი.

19 და ყოველივე ქუეწარმავალი მფრინველთა არაწმიდათაჲ, ბილწ არს თქენდა და ნუ შჭამთ.

20 ყოველივე მფრინველი წმიდათაგანი ჭამეთ.

21 ყოველსავე მკუდრისასა ნუ შჭამთ, ყოველსავე მსხემსა და მწირსა, რომელი ქალაქსა შინა შენსა იყოს, ნუ სცემ მას, ნუცა აწამებ და ნუცა სხუასა სცემ, რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა, კრავსა სძითა დედისა თჳსისაჲთა ნუ შეჰგბოლავთ.

22 ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად.

23 და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

24 უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

25 განჰყიდო შენ ნაყოფი იგი ვეცხლად, და მოიღო შენ ვეცხლი იგი ჴელითა შენითა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან.

26 განჰყიდო იგი, რადცა გინდეს და გულმან გრქუას შენ, ზროხად, გინა თუ ცხოვრად, გინა თუ ღვინოდ, გინა თუ რადმე, რაჲ გულმან გრქუას შენ, და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და იხარებდე შენ და სახლეულნი შენნი.

27 და ლევიტელი იგიცა, რომელი იყოს ქალაქსა შენსა, არა განიშორო იგი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა.

28 მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი-იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა.

29 და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ.

<< ← Prev Top Next → >>