ბიბლია, მეორე რჯული, თავი 5. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10158&pid=7&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე რჯული

ბიბლია - ძველი ქართულით

რიცხვნი მეორე რჯული იესო ნავეს ძე

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34

1 მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაჱლსა და ჰრქუა მათ: გესმოდენ ისრაჱლსა ყოველი ესე სამართალი და მშჯავრი, რომელთა-ესე გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღესდღე, დაისწავეთ დამარხვად და ყოფად მაგისა.

2 უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნებაჲ აღთქუმისაჲ ქორებს.

3 არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენ თანა, თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.

4 რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა ცეცხლსა მას შორის.

5 და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:

6 მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.

7 ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,

8 არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცასა შენა ზესკნელ და არცაღა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ და არცაღა, რომელ არს წიაღთა შინა ქუესკნელსა ქუეყანასა.

9 არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.

10 და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.

11 ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუვით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი - ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუვით.

12 დაიცევ შენ დღე იგი შაბათისაჲ, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

13 ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.

14 რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.

15 რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.

16 თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

17 ნუ კაც-ჰკლავ.
ნუ იმრუშებ,
ნუ იპარავ,
ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ,

18 ნუ გული-გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა გული-გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა, ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისაჲ.

19 ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.

20 და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.

21 აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.

22 და აწ ნუუკუე მოვწყდეთ, ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა მერმე, და მოვწყდეთ.

23 ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲ, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გეუტყოდა და ცხონდა.

24 აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთასა გეტყოდის შენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვყოთ.

25 და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.

26 ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?

27 აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.

28 ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ და ჰყოფდენ მას ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა

29 დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცენ შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

30 ყოველთავე გზათა შენთა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რათა განგისუენოს შენ და კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.

<< ← Prev Top Next → >>