ბიბლია, ლევიანნი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10098&pid=5&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ლევიანნი

ბიბლია - ძველი ქართულით

გამოსვლა ლევიანნი რიცხვნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27

1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2 მოიყვანე აჰრონ და ძენი მისნი და სამოსელი მათი და ზეთი იგი ცხებისაჲ და ზუარაკი იგი ცოდვისაჲ და ორნი იგი ვერძნი და ლანკლაჲ იგი უცომოთაჲ.

3 და ყოველი იგი ერი შეკრიბე კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

4 და ყო მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან და მოუწოდა ყოველსა მას კრებულსა ერისასა კარად კარვისა მის საწამებელისა.

5 და ჰრქუა მოსე კრებულსა მას: ესე სიტყუაჲ არს, რომელი მამცნო ღმერთმან ყოფად.

6 და მოიყვანნა მოსე აჰრონ და ძენი მისნი და განბანნა იგინი წყლითა.

7 და შეჰმოსა მათ სამოსელი იგი და შეარტყა მათ სარტყლები და შეასხა მათ ჴამლები და გარდასდვა მათ ზედა სამჴრე

8 და შეარტყა მსგავსად ქმნულებისა მისისა და შეამტკიცა იგი მით. და დასდვა სამჴრეთა მათ ზედა საკითხავი იგი და დაადგა საკითხავსა მას ზედა გამოცხადებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ

9 და დაჰბურა ვარშამაგი თავსა მისსა და დასდვა ვარშამაგსა მას ზედა წინაშე პირსა მისსა პეპელი იგი ოქროჲსაჲ განწმედილი იგი წმიდაჲ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

10 და მოიღო მოსე ზეთისა მისგან საცხებელისა და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდგზის

11 და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი, და ენბაზი იგი და ხარისხნი მისნი, და განწმიდა იგი და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა და განწმიდა იგი.

12 და დაასხა მოსე ზეთისა მისგან ცხებისა თავსა აჰრონისსა, სცხო მას და განწმიდა იგი.

13 მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა მათ სარტყლები და დაჰბურა მათ ვარშამაგები, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

14 და მოიბა ზუარაკი იგი, რომელ არნ ცოდვისათჳს და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ზვარაკისა მის ცოდვისასა და დაკლა იგი.

15 და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა თითითა თჳსითა გარემოჲს

16 და განწმიდა საკურთხეველი იგი და სისხლი იგი დასთხია ხარისხსა თანა საკურთხეველისასა და განწმიდა იგი ლხინებისა ყოფად მას ზედა. და მოიღო ყოველივე ცმელი ნაწლევთაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ, და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და შეწირა მოსე საკურთხეველსა მას ზედა.

17 და ზუარაკი იგი და ტყავი მისი და ყოველი ჴორცი მისი და ფუშნიერი მისი დაწუას ცეცხლითა გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

18 და მოიბა მოსე ვერძი იგი ყოვლად დასაწველი და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

19 და დაკლა მოსე ვერძი იგი და მოაპკურა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

20 და ვერძი იგი განყო ასოდ-ასოდ და შეწირა მოსე თავი მისი, და ასოები მისი, და ცმელი, და ნაწლევნი მისნი

21 და ფერჴნი მისნი განრცხა წყლითა. და შეწირა მოსე ყოვლადვე ვერძი იგი საკურთხეველსა ზედა: მრგულიად დასაწველი არს, სული სულნელებისაჲ, ნაყოფად შეწირული არს ღმერთისა, ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს.

22 და მოჰგუარა მოსე ვერძი იგი მეორე - ვერძი სრულებისაჲ. და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

23 და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო ყურისა ძირსა მარჯუენესა აჰრონისსა, და მწუერვალთა თითთა მარჯუენისათა და მწუერვალთა თითთა ფერჴისა მარჯუენისათა.

24 და მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი. და სცხო მოსე მის სისხლისაგანი ყურის ძირთა მარჯუენისა მათისათა და თითთა ჴელისა მარჯუენისა მათისათა და თითთა ფერჴისა მარჯუენისა მათისათა. და მოაპკურა მოსე სისხლი იგი საკურთხეველსა მას გარემოჲს.

25 და მოიღო ცმელი, და მუცელი, და ცმელი იგი ქუსეტისაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და მჴარი იგი მარჯუენე

26 და ლანკლითა მისგან სრულებისა, რომელ-იგი იყო წინაშე ღმრთისა, მოიღო პური ერთი უცომოჲ და პური ზეთითა ქმნული ერთი და ლელანგოჲ ერთი და დასდვა ცმელსა მას ზედა და მჴარსა მას ზედა მარჯ უენესა

27 და დაასხა ესე ყოველი ჴელსა ზედა აჰრონისასა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და აღიღო შესაწირავად წინაშე ღმრთისა

28 და მოიღო იგი მოსე ჴელთაგან მათთა და შეწირა იგი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა სრულებისა. სულად სულნელად მსხუერპლი არს ესე ღმრთისა

29 და მოიღო მოსე მკერდი იგი და მოჰჴადა იგი შესაწირავად წინაშე ღმრთისა ვერძისა მისგან სრულებისა და იყო მოსე მონაწილედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს

30 და მოიღო მოსე ზეთისა მისგან ცხებისა და სისხლისა მისგან საკურთხეველისა და აპკურა აჰრონს და სამოსელსა მისსა, და ძეთა მისთა და სამოსელსა მათსა

31 და განწმიდა აჰრონ სამოსელი მისი, და ძენი მისნი და სამოსელი მათი მათ თანა. და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: შეაგბეთ ჴორცი იგი ეზოსა მას კარვისა მის საწამებელისასა, ადგილსა წმიდასა, და მუნ შეჭამეთ იგი და პურნი იგი, რომელ არიან ლანკლასა მას ზედა სრულებისასა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან და მრქუა: აჰრონ და ძენი მისნი ჭამდენ მას.

32 და ნეშტი იგი ჴორცისაჲ მის და პურისაჲ ცეცხლითა დაწუთ.

33 და კარისა მისგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ შჳდ დღე ვიდრე დღედმდე აღსასრულთა სრულებისა თქვენისათა, რამეთუ შჳდთა დღეთა სრულ-იქმნენ ჴელნი თქუენნი,

34 ვითარცა-იგი ყო ამას დღესა შინა რომელსა მიბრძანა მე ღმერთმან ყოფად მისა, რათა ლხინება-ყოს თქუენთჳს.

35 და კართა ზედა კარვისა საწამებელისათა სხდეთ შჳდ დღე და ღამე, სცჳდეთ საცოსა მას ღმერთისასა, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ესრე მამცნო მე ღმერთმან.

36 და ყუნეს აჰრონ და ძეთა მისთა ყოველნივე სიტყუანი, რომელნი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

<< ← Prev Top Next → >>