ბიბლია, დაბადება, თავი 34. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10034&pid=3&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დაბადება

ბიბლია - ძველი ქართულით

დაბადება გამოსვლა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50

1 გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.

2 და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

3 და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.

4 მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.

5 იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.

6 გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.

7 ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს.

8 ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი. მოეცით მას იგი ცოლად.

9 გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა.

10 და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.

11 ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე.

12 განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა.

13 მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი:

14 ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.

15 ამით მსგავს იყვენით ჩვენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შორის, უკეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რათა წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან,

16 მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა. და დავიმკჳდროთ თქუენ შორის და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი.

17 უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთამცა წინა-დაიცჳთეთ, წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.

18 და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.

19 და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს ყოველთა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.

20 მოვიდეს ემორ და სჳქემ, ძე მისი, ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ მის ქალაქისათა და ჰრქუეს:

21 კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ამას ქუეყანასა და ვაჭრობდედ. ესერა, ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყუანნეთ ჩუენდა ცოლად და ასულნი ჩუენნი მივსცნეთ მათ.

22 გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ ჩუენ კაცთა მათ დამკჳდრებად ჩუენ თანა, რათა ვიყვნეთ ვითარცა ერი ერთი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა ყოველსავე წულსა თანა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან.

23 და საცხოვარი მათი და ყოველივე მონაგები მათი ჩუენდა იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და დაემკჳდრნენ ჩუენ თანა.

24 და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული.

25 და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.

26 და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.

27 ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი ამისთჳს, რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.

28 ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა.

29 წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.

30 და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.

31 ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?

<< ← Prev Top Next → >>