ბიბლია, წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე), თავი 1. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11150&pid=66&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე)

ბიბლია - ძველი ქართულით

წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე) წმ. მოციქულისა იოანესი (მესამე) წმ. მოციქულისა იუდასი

თავი 1

1 მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით.

2 საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა.

3 რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ.

4 სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.

5 საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ და უცხოთა,

6 რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა, რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა.

7 რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს წარმართთაგან.

8 ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა.

9 მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა შემიწყნარებს ჩუენ.

10 ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს.

11 საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.

12 დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს.

13 მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა.

14 რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.

15 მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით.

<< Prev Top Next >>