ბიბლია, ებრაელთა, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11125&pid=60&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / ებრაელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

ფილიმონის ებრაელთა წმ. მოციქულისა იაკობისი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13

1 ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,

2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.

3 რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს.

4 რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი, ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა,

5 რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისაჲსა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა.

6 ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს.

7 რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი.

8 რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი.

9 არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათდა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი.

10 რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

11 და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.

12 რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე,

13 რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.

<< ← Prev Top Next → >>