ბიბლია, 2 თესალონიკელთა, თავი 3. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=11103&pid=55&tid=2&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ახალი აღთქმა / 2 თესალონიკელთა

ბიბლია - ძველი ქართულით

1 თესალონიკელთა 2 თესალონიკელთა 1 ტიმოთეს

თავი 1 2 3

1 ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,

2 და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.

3 ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.

4 ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.

5 ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.

6 გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.

7 რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის;

8 და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ,

9 არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.

10 და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ.

11 რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ.

12 ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ.

13 ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.

14 და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.

15 და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.

16 ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!

17 კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:

18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.

<< ← Prev Top Next >>