1 თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი. ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი.
2 მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა.
3 და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა,
4 რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა:
5 ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა. |