ბიბლია, დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 9. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10840&pid=29&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / დანიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი ოსია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14

1 პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა, თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა.

2 მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ.

3 და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა.

4 და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვთქუ აღმსაარებელმან: უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა.

5 ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა.

6 და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა.

7 შენდა, უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განსთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი.

8 უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირსა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი.

9 უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი, და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით.

10 და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა, რომელნი მოსცნა წინაშე პირსა ჩუენსა ჴელისა მიერ მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲსა.

11 და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა. და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა,

12 და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა,

13 ვითარ-იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის-ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა.

14 და იღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

15 და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყაე თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუსჯულოეთ.

16 უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა.

17 და აწ შეისმინე, უფალო ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო!

18 მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა.

19 უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება-ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ, და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა.

20 და მერმე მზრახვალობასაღა ჩემსა და მლოცველობასა და აღმსაარებელობასა ცოდვათა ჩემთა, და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა.

21 მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა.

22 და გულისხუმა-მიყო მე და სიტყუა-ყო ჩემ თანა და თქუა: დანიელო, აწ გამოვედ დაზავებად შენდა გულისხუმის-ყოფისა.

23 და დასაბამსა ვედრებისა შენისასა გამოვიდა სიტყუაჲ და მე მოვედ მითხრობად შენდა, რამეთუ კაცი გულისსათქმელთა ხარი შენ. აწ განიგონე სიტყჳსა შენ და გულისხუმა-ყავ ჩუენებისა შორის.

24 სამეოცდაათნი შჳდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღჴოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაჲ და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაჲ წმიდათა,

25 მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი.

26 და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.

27 და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.

<< ← Prev Top Next → >>