ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 43. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10826&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

2 და, აჰა, დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალითკერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანა ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.

3 და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

4 და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,

5 და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი. და დავდეგ

6 და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;

7 და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,

8 და დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანაქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უსჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლვითა.

9 და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგან. და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.

10 და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათსა და უჩვენე მათ სახე მისი და განწესება მისი,

11 ნუ ვითარ ჰრცხუენეს? და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი, და გამოსავალნი მისნი, და შესავალნი მისნი, და ყოველი გუამოვნებაჲ მისი, და ყოველნი ბრძანებანი მისნი, და ყოველნი შჯულვილნი მისნი, და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა, და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდენ მათ.

12 ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ

13 და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე, და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხევლისა,

14 სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.

15 და არიილი წყრთათა ოთხთა, და არიილითგან და ზედ კერძო რქათასა წყრთაჲ.

16 და არიილისა წყრთათა ათორმეტთა სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.

17 და სალხინებელისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცით ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.

18 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლადდასაწველნი და დათხევად მის ზედა სისხლი.

19 და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, - იტყჳს ადონაი უფალი, - შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

20 და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედადასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო, და გარემოასხურონ მას და ალხინონ მას.

21 და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.

22 და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.

23 და შემდგომად სრულქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ,

24 და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი, და აღიხუნენ იგინი ყოვლადდასაწუელად უფლისა.

25 შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ

26 შჳდთა დღეთა, და ულხინებდენ საკურთხეველსა, და განსწმედდენ მას, და აღივსებდენ ჴელთა მათთა

27 და განასრულებდენ დღეთა. და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლადდასაწველთა თქუენთა და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

<< ← Prev Top Next → >>