ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 42. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10825&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და შემიყვანა მე ეზოდ გარეშედ აღმოსავალით კერძოდ, პირისპირ ბჭისა ჩრდილოდმიმართისა, და შემიყვანა მე და, აჰა, საყდარნი ხუთნი, მახლობელნი ნეშტისანი და მახლობელნი განმაზღვრებელისანი ჩრდილოჲთ კერძო პირისპირ.

2 წყრთითა ასითა სიგრძით ჩრდილოდ მიმართ და სივრცით წყრთითა ერგასისითა.

3 გამოწერილნი, ვითარსახედ ბჭენი ეზოჲსა შინაგანისანი და ვითარსახედ გარემო სუეტები ეზოჲსა გარეშისანი, განწესებულნი წინაშე პირისპირ სტონი სამწილნი.

4 და პირისპირ საყდართასა არდაბაგაჲ ათთა წყრთათაჲ, სივრცით წყრთა ზედა ასთა, სიგრძე შინაგანად მიმართ გზად წყრთისა ერთისა, და კარები მათი ჩრდილოჲთ კერძები

5 და არდაბაგები; ქორედები ეგრეთვე, რამეთუ გამოემატებოდა გარემოჲ სუეტი მისგან ქუეშეკერძოჲსაგან გარემოჲსისა სუეტისა, და ხანი ესრეთგამოჲ სუეტი და ხანი და ესრეთ სტოანი.

6 მით, რამეთუ სამკეც იყვნეს და სუეტნი არ აქუნდეს, ვითარცა სუეტნი გარეშეთანი, ამისთჳს გაჰმატდეს ქუეშე კერძო და საშუალთაგან ქუეყანით ერგასისნი.

7 და ნათელი გარეშე, ვითარსახედ საყდარნი ეზოჲსა გარეშისანი, მხედველნი პირისპირ საყდართა ჩრდილოდმიმართთანი, სიგრძე წყრთათა ერგასისთაჲ;

8 რამეთუ სიგრძე საყდართა, მხედველთაჲ გარეშედ მიმართ ეზოდ, იყო წყრთათა ერგასისთაჲ; და ესენი არიან პირისპირნი, ესე ყოველი წყრთათა ასთაჲ.

9 და კარები საყდართაჲ ამათ შესავალისათაჲ აღმოსავალით შესავლად მათ მიერ ეზოჲსაგან გარეშისა.

10 ნათლისაებრ დასაწყისსა შორის არდაბაგისასა და სამხრად მიმართ, პირისპირ სამხრისაჲსა, პირისპირ დანეშტებულისა და პირისპირ განმსაზღურებელისა, და საყდარნი და არდაბაგაჲ

11 პირისპირ მათსა საზომთაებრ საყდართაჲსა, გზათა ჩრდილოდმიმართთა, და სიგრძისაებრ მათისა და სივრცისაებრ მათისა და ყოველთაებრ გამოსავალთა მათთა და ყოველთაებრ ქცეულებათა მათთა, და ნათელთაებრ მათთა

12 და განსაზიდთაებრ მათთა საყდართა სამხრადმიმართაჲსა, და განსაზიდთაებრ არდაბაგის დასაწყისთაჲსა, ვითარცა ნათლად მიმართ, ხანი ლელწმისაჲ; და აღმოსავალით კერძო შესლვად მის მიერ.

13 და თქუა ჩემდამო: დასასხდომელნი ესე ჩრდილოჲთკერძნი და დასასხდომელნი სამხრითკერძნი, მყოფნი პირისპირ ხანებისა, ესე არიან საყდარნი წმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მღდელნი მუნ, (ძენი სადუკისნი) მახლობელნი უფლისა მიმართ წმიდათა წმიდათასა, და მუნ დადვოდიან წმიდათა წმიდათასა ძღუენთაცა და მსხუერპლსა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა მით, რამეთუ ადგილი წმიდაჲ არს.

14 არ შევიდოდიან მუნ გარეშე მღდელთაჲსა; და არ გამოვიდოდიან წმიდათაგან გარეშედ მიმართ ეზოდ, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ შემწირველნი და მუნ დაჰკრებდენ სამოსელთა მათთა, რაჲთა არა შეეხებოდენ შესამოსელსა მათსა, რომელნი მწირველობენ მათ, რამეთუ წმიდა არიან; და შეიმოსედ შესამოსელთა სხუათა, ოდეს შეეხებოდიან ერსა.

15 და დასრულდა განზომაჲ სახლისაჲ შინაგან, და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა მაგალითი სახლისა მრგულივ განწესებით.

16 და დადგა სამხრით კერძო ბჭისა, მხედველისა აღმოსავლით კერძო, და განზომა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა. და მოიქცა ჩრდილოდ მიმართ.

17 და განზომა პირისპირ ჩრდილოჲსა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა.

18 და მიიქცა ზღუად მიმართ და განზომა პირისპირ ზღჳსა ხუთასი საზომითა ლელწმისათა.

19 და მიიქცა სამხრად მიმართ და განზომა პირისპირ სამხრისა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა,

20 ოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვალებელად საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.

<< ← Prev Top Next → >>