ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 41. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10824&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ

2 და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ.

3 და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ იმიერ.

4 და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ წმიდათაჲ.

5 და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა.

6 და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა.

7 და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და საშუალთაგან სამსართულთა მიმართ.

8 და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი.

9 და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა.

10 და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა.

11 და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ, წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო.

12 და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ - წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ.

13 და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას.

14 და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ წყრთათა ასთაჲ.

15 და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი გარეშემობაგულნი.

16 და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი განხმულ სამწილად საჭჳრობელად.

17 და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა

18 ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა:

19 პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ, გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო,

20 იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი

21 განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ,

22 ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო: ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა.

23 და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა მათ კარებთა ქცევითთა

24 ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა.

25 და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა, ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები წინაშე პირსა ელამისასა გარეთ.

26 და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ.

<< ← Prev Top Next → >>