ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 21. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10804&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა:

2 ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა.

3 და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ;

4 ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილომდე.

5 და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე.

6 და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა.

7 და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი.

8 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

9 ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ,

10 რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა ხესა!

11 და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა,

12 ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა, მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა,"და ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა შენითა,

13 რამეთუ განმართლებულ არს,"და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს.

14 და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი,

15 რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი. ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად, ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ.

16 განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი შენი მიიქცეს!

17 ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე.

18 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

19 და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა ქალაქისასა.

20 მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა გარემოდგომით

21 მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად.

22 და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და აღშენებად საისართა.

23 და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან შეპყრობად.

24 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა, საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ.

25 და შენ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა.

26 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი.

27 სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე მას.

28 და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად.

29 აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა სიცრუჲს დასასრულისასა!

30 მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ.

31 და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა, მხუროებელთა განხრწნისათასა.

32 ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე.

<< ← Prev Top Next → >>