ბიბლია, ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 12. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10795&pid=28&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ეზეკიელ წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

გოდება იერემიასი ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელ წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

1 და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

3 და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

4 და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა ტყუეობისაჲ,

5 წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და განხჳდე მის მიერ.

6 წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე, პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა.

7 და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.

8 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:

9 ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?

10 თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა,

11 თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ, ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ.

12 და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

13 და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს.

14 და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო უკანა მათსა.

15 და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის.

16 და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18 ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა.

19 და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ, რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა.

20 და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

21 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

22 ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ?

23 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ

24 მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა.

25 მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი. უფალი.

26 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

27 ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე;

28 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი.

<< ← Prev Top Next → >>