ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 52. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10778&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 ოცდაერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა. და ერთდაათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიასი, ევლოვენნაჲთ.

2 და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარსახედ ქმნა იოაკიმ,

3 რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალჱმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილონისასა.

4 და იქმნა წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიასსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა. მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და ყოველი ძალი მისი იერუსალჱმსა ზედა, და გარემოპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.

5 და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,

6 თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსასა, და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყუნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.

7 და განიბძარა ქალაქი, და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭისა საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინმოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს. და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.

8 და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა, უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.

9 და შეიპყრეს მეფე სედეკია, და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა, დევლათად, ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.

10 და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიასნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოსწყჳდნა დევლათას შინა.

11 და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა, და შეკრა იგი ბორკილებითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონად, და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე, რომელსა მოკუდა.

12 და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა. ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, მოვიდა ნაბუზარდან, მთავარქონდაქარი მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა, იერუსალიმდ.

13 და დაწუა სახლი უფლისაჲ, და სახლი მეფისაჲ, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;

14 და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარქონდაქართამან.

15 ხოლო დავრდომილთაგანი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა შინა და მილტოლვილნი იგი შევრდომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან.

16 ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისათა დაუტევნა ნაბუზარდინ, მთავარქონდაქარმან, ვენაჴისმოქმედად და ქუეყანისმოქმედად.

17 და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი, და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შეჰმუსრეს ქალდეველთა, და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონად.

18 და ხჳრები, და საპყრობელები, და გჳრგჳნი, და სავსები, და ფიალები, და ფუცხუები, და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიერ, წარიხუნეს.

19 და სასაკუმეველნი და ვეხნები, და საპფოთნი, და მაზმაროთნი, და საწურველები, და სასანთლეები და სამსხუერპლოები, და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი მიიხუნა მთავარქონდაქარმან.

20 და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათა ქუეშე კერძოთა ზღჳსათა, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთა.

21 და სუეტთაჲ, ოცდაათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ გარეშესწუდებოდა მას და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს

22 და სუეტისთავი მათ ზედა რვალისაჲ, და სიმაღლე სუეტისთავისა ერთისა ხუთ წყრთა. და ბადე და ბროწეულები სუეტისთავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული (წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ).

23 და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოცდაათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.

24 და წარიყვანა მთავარქონდაქარმან სარეა, მთავარმღდელი პირველი, და სოფონია მღდელი მეორე და სამნი მცველნი გზათანი.

25 და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედამდგომელი კაცთა მებრძოლთა და შჳდნი კაცნი სახელოანნი პირისწინაშენი მეფისანი, პოვნილნი ქალაქსა შინა, და მწიგნველი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.

26 და მიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად.

27 და მოსწყვდნა იგინი მეფემან და მოაკუდინნა იგინი დევლათას შინა, ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდა ზედაკერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.

28 და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუქოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი - სამ ათასნი და ოცნი და სამნი,

29 წელსა რვა და მეათესა ნებუქოდონოსორისსა, იერუსალიმით სულნი რვაასოცდაათორმეტნი.

30 წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუქოდონოსორისსა განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან იუდეანთა სულები რვაასდაორმოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.

31 და იქმნა ოცდამეათშჳდმეტსა შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა. მეათესა თთუესა, მეოთხე და მეოცესა თთჳსასა, გამოიყვანა უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფნა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა.

32 და ეზრახა მას ტკბილთა და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონსა შინა.

33 და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.

34 და ჭამადი მისი ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისამდე ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.

<< ← Prev Top Next >>