ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 46. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10772&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 სიტყვა, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისათა,

2 ძალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა, ქარამის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ, წელსა მეოთხესა იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა.

3 აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,

4 დაასხენით ცხენებსა, ამჴედრდით ცხენოსანნი და განჰმზადენით ჩაფხუტნი თავთა მიერ თქუენთა. წარმოიღეთ ჰოროლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.

5 რად? რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ მით, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ, ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცვულნი გარემოჲს, - იტყჳს უფალი.

6 ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო ევფრატსა ზედა მოუძლურდეს, და დაეცნეს.

7 ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?

8 წყალი ეგჳპტე, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე, და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.

9 აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებრძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლუდნი აღვედით, მოირათხთ მშჳლდი.

10 და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე შურისძიებისა არს, ძიებად შური მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.

11 აღვედ გალადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა, ასულისა ეგჳპტისა. ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

12 ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე,

13 რომელნი თქუნა უფალმან ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორისსა, მეფისა ბაბილონისა, დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.

14 მიუთხართ შორის ეგჳპტისა, და სასმენელ-ყავთ შორის მაგდოლოჲსა, და დაჰმოწმეთ შორის მემფისა და შორის ტაფნისა. თქუთ: ზედ დადეგ და განჰძზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.

15 მით, რამეთუ ივლტოდა აპის ზუარაკი რჩეული შენი, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი.

16 და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მივიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.

17 მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.

18 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მეფე ძალთა სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი მთათა შორის, და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.

19 ჭურჭელნი ტყუეობისანი იქმნენ თავისა შენისად. მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს, და ეწოდოს ვაება არყოფისაგან მკჳდრთა მის შორის.

20 დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.

21 და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი მით, რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურისძიებისა მათისაჲ.

22 ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისა, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდიან, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.

23 მოკაფეთ მაღნარი მისი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს მკალთასა, და არა არს რიცხჳ მათი.

24 ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთგამოჲსათა.

25 თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.

26 და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.

27 ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.

28 და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენთანა მე ვარ. უშიში, და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება. და გწუართო შენ მსჯავრით, და უბრალოობით არ უბრალოგყო შენ.

<< ← Prev Top Next → >>