ბიბლია, იერემია წინასწარმეტყველი, თავი 37. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10763&pid=26&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იერემია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი გოდება იერემიასი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52

1 მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა.

2 და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა.

3 და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა.

4 და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს იერუსალიმით.

5

6 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

7 ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა, ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად, ქუეყანად ეგჳპტისა.

8 და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა.

9 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა წარვიდენ,

10 არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.

11 და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა ფარაოსისა,

12 გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა.

13 და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი, რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი.

14 და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და შეიყვანა იგი მთავართა მიმართ.

15 და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი სახიდ მღჳმისა და ქერეთად.

16 და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია.

17 და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცე.

18 და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა?

19 და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა?

20 და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე მუნ.

21 და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

<< ← Prev Top Next → >>