ბიბლია, ესაია წინასწარმეტყველი, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10668&pid=25&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / ესაია წინასწარმეტყველი

ბიბლია - ძველი ქართულით

ქებათა-ქება ესაია წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66

1 და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.

2 და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.

3 და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ

4 მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.

5 და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:

6 არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.

7 ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.

8 და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.

9 ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.

10 და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.

11 ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.

12 ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.

13 ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,

14 იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.

15 ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.

16 მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.

17 და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.

18 აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.

19 და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?

20 რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.

21 და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.

22 და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.

23

<< ← Prev Top Next → >>