1 და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.
2 ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.
3 და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,
4 რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.
5 და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.
6 და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა. |