1 დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი
2 ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.
3 ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.
4 ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
5 სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
6 ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
7 შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.
8 უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
9 მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები ქუეყანასა ზედა.
10 დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.
11 მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
12 უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება |