ბიბლია, იობი, თავი 30. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10453&pid=20&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / იობი

ბიბლია - ძველი ქართულით

ესთერი იობი ფსალმუნნი

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43

1 აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა მძოვართა ჩემთასა.

2 და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.

3 ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა,

4 რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა,

5 რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,

6 რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს.

7 რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა.

8 შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.

9 აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.

10 მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად;

11 აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.

12 მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.

13 შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი, რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე.

14 და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ,

15 კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი.

16 და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

17 ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.

18 დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე.

19 შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი.

20 ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა განმიცადეს მე.

21 და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.

22 და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.

23 ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.

24 უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,

25 რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.

26 მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.

27 მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი სიგლახაკისანი,

28 სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა შორის და ვღაღადებ.

29 ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა.

30 ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი სიცხისაგან.

31 გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი ტირილად.

<< ← Prev Top Next → >>