ბიბლია, მეორე ნეშტთა, თავი 8. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10375&pid=16&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეორე ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა პირველი ეზრა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36

1 და იყო შემდგომად ოცისა წლისა, რომელთა შინა აშენა სოლომონ სახლი იგი უფლისაჲ და სახლი თჳსი,

2 და ქალაქნი იგი, რომელნი მოსცნა ქირამ სოლომონს, და აღაშენა იგინი სოლომონ და დაამკჳდრნა მათ შინა ძენი იგი ისრაჱლისანი.

3 და მოვიდა სოლომონ ემათად სობაკისა და განამტკიცა იგი,

4 და აღაშენა თოდომოსი უდაბნოსა და ყოველი ქალაქები ძნელი, რომელ აღაშენა ემათ,

5 აღაშენნა ბეთრონი ზემო კერძო, ბეთრონი ქუემო, ქალაქნი ძნელნი, ზღუდე და ბჭენი მოქლონებით,

6 და ბაალაი და ყოველნი ქალაქნი მაგარნი და ყოველი ქალაქები ეტლებისა, ქალაქები ცხენთა, რაოდენი გულმან უთქუა სოლომონს მსგავსად ნებისა თჳსისა შენებად იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა სამეფოსა მისსა.

7 და ყოველი ერი, რომელი დაშთომილ იყო ქეტელისგან და ამორეველისგან და ფერეზელისა და ეველისა და იებუსელისა, რომელნი არა იყუნეს ძეთა ისრაჱლისაგანნი.

8 და იყუნეს ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქუეყანასა მას, რომელნი არა მოსრნეს ძეთა ისრაჱლისათა და მოიყვანნა იგინი სოლომონ მოხარკედ ვიდრე აქა დღედმდე.

9 და ძენი ისრაჱლისანი არა ყუნა სოლომონ მონა მეფობისა მისისა და ესენი იყუნეს კაცნი მბრძოლნი და მთავარნი ეტლებისანი და მჴედართანი.

10 და ესე მთავარნი ზედმდგომელთა მეფისა სოლომონისნი ორას ერგასისნი და საქმისმაწვეველნი ერისანი.

11 და ასული იგი ფარაოსი აღმოიყვანა სოლომონ ქალაქით დავითისით სახიდ, რომელი-იგი უშენა მას, რამეთუ თქუა: ვერ დაეშენოს ცოლი ჩემი ქალაქსა ისრაჱლისასა, დავითის მეფისა, რამეთუ წმიდა არს, ვიდრე-იგი შევიდა მუნ კიდობანი იგი ღმრთისაჲ.

12 მაშინ შეწირა სოლომონ ყოვლად დასაწველები უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა უფლისასა, რომელი აშენა წინაშე ტაძრისა მის,

13 და სიტყჳსა მისებრ დღითი-დღედ შეწირვად მსგავსად მცნებისა მის მოსესისა, შაბათა და შაბათად თთჳსთავთა და დღესასწაულთა სამგზის წელიწადსა და დღესასწაულსა უცომოებისასა, დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა მას კარვობისასა.

14 და დაადგინნა სიმართლისაებრ დავითისა დასნი იგი მღდელთანი მსახურებასა მათსა და ლევიტელნი იგი საცავსა მათსა მსახურებად და ქებად წინაშე მღდელთა სიტყჳსა, მისებრ დღითიდღედისა და მეკარენი განტოლვებისაებრ მათისა ბჭით - ბჭედ, რამეთუ ესრეთ იყო მცნებაჲ დავითისი, კაცისა მის ღმრთისაჲ

15 და არა ცვალეს მცნება მეფისა მღდელთათჳს და ლევიტელთა ყოველსავე სიტყუასა და სასჯელთა.

16 და მოემზადა ყოველივე საქმარი, ვინა დღითგან დაეფუძნა, ვიდრე აღასრულა სოლომონ სახლი იგი ღმრთისაჲ.

17 მაშინ წარვიდა სოლომონ გასიონგაბერად, და ელამად - ზღჳსკიდესა ჰურიასტანად.

18 მოუძღუანა ქირამ ჴელითა მონათა მისთათა ნავები და მონები, რომელთა იცოდეს ნავითა სლვა ზღუასა, და წარვიდეს მონათა თანა სოლომონისთა სოფერად და მოიღეს მიერ ოთხასერგასისი ტალანტი ოქრო და მოვიდეს სოლომონის მეფისა.

<< ← Prev Top Next → >>