ბიბლია, პირველი ნეშტთა, თავი 23. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10361&pid=15&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / პირველი ნეშტთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა მეორე ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

1 დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.

2 და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.

3 და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.

4 ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,

5 და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.

6 და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,

7 და გერსონს და ელიადა და სემის,

8 ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;

9 ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.

10 და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.

11 და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.

12 და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.

13 და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;

14 და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.

15 ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;

16 ძენი გერსამისნი: სუბელ.

17 და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;

18 და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.

19 და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;

20 ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;

21 ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.

22 და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;

23 ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.

24 ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.

25 და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.

26 და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;

27 რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.

28 რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,

29 პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,

30 და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი

31 ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.

32 და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.

<< ← Prev Top Next → >>