ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 23. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10336&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და მიუთხრნეს სიტყუანი ესე მეფესა და წარავლინა მეფემან და შეკრიბნა ყოველნი მოხუცებულნი იუდასნი და იერუსალჱმისანი.

2 და აღვიდა მეფე ტაძრად უფლისა და ყოველნი კაცნი იუდასნი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისანი მის თანა და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველი ერი მის თანა მცირითგან ვიდრე დიდამდე, და აღმოიკითხა წიგნი იგი სჯულისა ყურთა მიმართ ერისათა, ყოველნი სიტყუანი სახლსა შინა უფლისასა.

3 და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.

4 და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.

5 და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.

6 და გამოიღეს სერტყები იგი ასეროთისა სახლისაგან უფლისა გარეშე იერუსალჱმს, ჴევსა მას კედრონისასა, და დაწვეს იგი მუნ და დააწულილნეს ვითარცა მიწა, და მიჰფინა საფლავსა ძეთა ერისათასა.

7 და დაარღჳა სახლი იგი კადესიმელთა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა, სადა-იგი დედანი უქსოვდეს სამოსელსა სერტყებსა.

8 და მოიყვანა ყოველი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და შეიგინნეს ყოველნი მაღალნი, სადა-იგი უკმევდეს ქურუმნი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე და დაარღჳა სახლი იგი მაღალთა წინაშე კართა ბჭისათა იოსეს მთავრისა მის ქალაქისასა, რომელი-იგი იყო მარცხენით შესლვასა ბჭეთა ქალაქისათა.

9 ხოლო არა აღვიდეს მღდელნი იგი მაღალთანი საკურთხეველსა უფლისასა იერუსალჱმს, ვიდრემდის არა ჭამეს მათ უცომო შორის ძმათა თჳსთა.

10 და შეაგინა თაფეთი ჴევსა მას ძეთა ენონისთა, რათა არა განჰყვანდეს კაცსა ძე თჳსი, გინა ასული თჳსი ცეცხლსა მელქომისთჳს.

11 და დაარღჳა ცხენები იგი, რომელი მისცეს მეფეთა იუდასთა მზისა შესავალსა მას სახლისა უფლისასა საფასისსაცავსა მას საჭურისისა მეფისასა, რომელი იყოს ფარურიმს და ეტლი იგი მზისა დაწვა ცეცხლითა.

12 და საკურთხეველები იგი, რაოდენი იყო ერდოებსა ზედა ქორებისასა, რაჲ ქმნნეს მეფეთა იუდასთა და საკურთხეველები, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა უფლისაჲთა, დაარღჳა იგი მეფემან და აღიღო იგი მიერ, და გარდმოიღო და შემუსრა იგი და დასთხია მიწა იგი მათი ჴევსა მას კედრონისასა.

13 და სახლი იგი წინაშე პირსა იერუსალჱმისასა მარჯუენით მთასა მას მოსოთისასა, რომელი აღაშენა სოლომონ მეფემან იერუსალჱემისამან ასტრატესათჳს საძაგელისა მის სიდონელთასა, და ქამოს მოსაწყინელსა მას მოაბელთასა და მელქომს მოსაწყინელისა ძეთა ამონისათა, და შეაგინა იგი მეფემან.

14 და მოჰკაფა სერტყები და აღავსო ადგილები მათი ძვლებითა კაცთათა.

15 და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.

16 და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,

17 და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.

18 და ჰრქუა: აცადეთ ეგე, ნუ ვინ შეარყევთ ძვალთა მისთა, და პოვეს ძვალნი მისნი ძვალთა თანა წინაწარმეტყუელსა მოსულისა სამარიით.

19 და ყოველი იგი სახლები მაღალთა, რომელი იყო ქალაქებსა მას სამარიას, რომელი ქმნნეს მეფეთა ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳა იოსია, მეფემან ისრაჱლისამან, და უყო მათ ყოვლისა მისებრ საქმისა, ვითარცა-იგი ყო ბეთელს.

20 და დაკლნა ყოველნი იგი მღდელნი მაღალთანი, რომელნი იყუნეს მუნ საკურთხეველსა მათსა ზედა, და დაწუა ძუალები კაცებისა მათ ზედა და მიიქცა იერუსალჱმდ.

21 და უბრძანა მეფემან ყოველსა ერსა და ჰრქუა: ყავთ ზატიკი პასექისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა: წერილ არს წიგნსა ამას სჯულისასა.

22 და არა ყოფილ იყო ეგევითარი ზატიკი დღითგან მსაჯულთაჲთ, რომელნი სჯიდეს ისრაჱლსა და ყოველთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა და მეფეთა იუდასთა,

23 არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.

24 და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.

25 მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.

26 ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა დიდისა, რომელ განრისხებულ იყო იუდასა ზედა ყოველთა მათ ზედა განრისხებათა, რომელ განარისხა იგი მანასე.

27 და თქუა უფალმან: იუდაცა გან-ვე-ვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, და განვიშორო ქალაქი ესე, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახლი ესე, რომლისა ვთქუ, ვითარმედ იყოს სახელი ჩემი მუნ.

28 და ნეშტნი სიტყუათა იოსიასთანი და ყოველი, რაოდენ ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა?

29 და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.

30 და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.

31 ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

32 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.

33 და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.

34 და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.

35 და ვეცხლი იგი და ოქრო მისცა იოაკიმ ფარაოს. და მიერითგან მოხარკე იქმნა ქუეყანა იგი მიცემად ვეცხლისა პირსა ფარაოსა. კაცი ძალისაებრ თჳსისა მისცემდა ვეცხლსა და ოქროსა ერისათა მის ქუეყანისა მიცემად იგი ფარაო ნექაოს.

36 ძე ოცდახუთისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ელდათ, ასული ეგდელისი, რუმათ.

37 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.

<< ← Prev Top Next → >>