ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 20. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10333&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძე ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისა, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

2 და მიიქცია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

3 ჵ, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდი წინაშე შენსა ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოებათა ვყოფდი წინაშე შენსა. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

4 და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა და იყო სიტყუაჲ უფლისა მისა და ჰრქუა:

5 მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისთჳს, მამისა შენისა: ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე სახლსა მას უფლისასა.

6 და შევძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა გიჴსნე შენ და ქალაქი ეგე. და ზედამდგომელ ვეყო ქალაქსა მაგას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

7 და ჰრქუა ესაია: მოიღეთ ზეთი და ლეღვი და შესაქმედ ეც კვერად და დაიდევ წყლულებასა მაგას და განიკურნო.

8 და ჰრქუა ეზეკია ესაიას: რამე სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე მე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

9 და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელცა თქუა: შთავლოს აჩრდილმან ათსა მენაკსა.

10 და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისა მის ათსა მენაკსა შთასლვა. არა ეგრე, არამედ უკუნიქეცინ მუნვე ათსა მენაკსა.

11 და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიმართ და უკუნიქცა აჩრდილი იგი ათს მასვე მენაკსა ვინცა და მოსრულ იყო ათითა მენაკითა.

12 მას ჟამსა მოავლინა მოროდაქბალადან, ძემან ბალადანისამან, მეფემან ბაბილონისამან, როატაკები და ძღუენნი ეზეკიასა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია.

13 და განიხარა ეზეკია მოსლვა იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლი ნაქოთისა, ვეცხლი და ოქრო და საკმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი, და რაცა იპოვა საფასესა მისსა, და არა იყო სახლსა მისსა, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისა.

14 და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი მეფისა მიმართ და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი ეგე, ანუ ვინ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა ბაბილონით.

15 და ჰრქუა: რა იხილეს სახლსა შენსა? და თქუა ეზეკია: ყოველი, რაცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს და არა იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

16 და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისა.

17 აჰა, დღენი მოვლენან და წარიღონ ყოველი, რაცა იყოს სახლსა შენსა, და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილოვნად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

18 და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანენ და ჰყუნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილონელთასა.

19 და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ, თქუა უფალმან. იყავნ მშჳდობა და ჭეშმარიტება დღეთა ჩუენთა.

20 და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიასთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისგარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები იგი, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

21 და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.

<< ← Prev Top Next → >>