ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 18. is available here: https://www.bible.promo/chapters.php?id=10331&pid=14&tid=1&bid=45
Holy Bible project logo icon
FREE OFF-line Bible for Android Get Bible on Google Play QR Code Android Bible

Holy Bible
for Android

is a powerful Bible Reader which has possibility to download different versions of Bible to your Android device.

Bible Verses
for Android

Bible verses includes the best bible quotes in more than 35 languages

Pear Bible KJV
for Android

is an amazing mobile version of King James Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible BBE
for Android

is an amazing mobile version of Bible in Basic English that will help you to read this excellent book in any place you want.

Pear Bible ASV
for Android

is an amazing mobile version of American Standard Version Bible that will help you to read this excellent book in any place you want.

BIBLE VERSIONS / ბიბლია / ძველი აღთქმა / მეოთხე მეფეთა

ბიბლია - ძველი ქართულით

მესამე მეფეთა მეოთხე მეფეთა პირველი ნეშტთა

თავი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25

1 და იყო, წელსა მას მესამესა ოსესა, ძისა ელაის, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ეზეკია, ძე აქაზისი, მეფისა იუდასი.

2 ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა - აბუთ, ასული ზაქარიასი.

3 და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.

4 მან მოსპნა მაღალნი იგი და დამუსრნა იგინი და ყოველნი ძეგლნი და მოჰკაფნა მაღნარნი იგი და გველი იგი სპილენძისა, რომელ ქმნა მოსე, და მუნ დღედ ოდენ უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი. და უწოდეს მას სახელი ეესთან.

5 უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისდა ყოველთა მათგან მეფეთა იუდასთა, რომელ იყუნეს წინა მისა.

6 შეუდგა უფალსა და არა განეშორა გზათა მისთა და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.

7 და იყო უფალი მის თანა ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, წარემართებოდა და შეურაცხ-ყო მეფე იგი ასურასტანისა და არა ჰმონა მას.

8 და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე საზღურადმდე მათა გოდლითგან საებგუროდ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

9 და იყო წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, იგი არს წელი მეშჳდე ოსესი, ძისა ელასი, მეფისა ისრაჱლისა, და მოვიდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა ზედა სამარიასა და მოიცვა იგი.

10 და დაიპყრა იგი მესამესა წელსა, წელსა მეექუსესა ეზეკიასასა. იგი წელი მეცხრე იყო იოსე მეფისა ისრაჱლისა, და გამოიღეს სამარია.

11 და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიათ ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოვზანისათა და მთათა მართასა.

12 რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისა და გარდაჴდეს აღთქმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, არა ისმინეს და არცა ყვეს.

13 და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.

14 და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.

15 და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.

16 მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.

17 და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.

18 და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.

19 და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრეთ იტყჳს მეფე დიდი იგი, მეფე ასურასტანისა! რაჲმე არს სასოებაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ესავ?

20 გინა თუ თქუა: სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვა და ძალი საჴმარ არს ღვაწლსა. აწ ვის ესავ და შეურაცხ-მყავ მე?

21 აჰა, შენ ესავ არგანსა მას ლერწმისასა და დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნას კაცი, აღესვას ჴელსა და წყლას იგი, ეგრეცა ფარაო, მეფე იგი ეგჳპტელთა, ყოველთა მოსავთა მისთა.

22 და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩუენისა მოსავ ვართ ჩუენ. არა ეგრე იგი არსა ეზეკია, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი მისნი და საკურთხეველნი მისნი და ჰრქუა იუდასა და იერუსალჱმსა: წინაშე საკურთხევლისა ამის თაყუანის-ეცით იერუსალჱმს?

23 და აწ მო-ღა-შემოერთენ უფლისა ჩემისა მეფისა, ასურასტანისასა და მიგცე თქუენ ორათასი საჴედარი, უპოოთ თუმე კაცი ამჴედრებად მათ ზედა?

24 და ვითარმე შეუძლოთ წინა დადგომად ერთისა ერთისათჳს უკანთაგანისა მონათა მათ უფლისა ჩემისათა? და რასა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?

25 და აწ თჳნიერ უფლისა მოსრულ ვართ ადგილსა ამას განრყუნად ამისა? უფალმან მრქვა მე: აღვედ ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.

26 და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.

27 და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.

28 დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.

29 ესრეს იტყჳს მეფე: ნუ განლაღნებით თქუენ ეზეკიას მიერ, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.

30 ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ გჳჴსნეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ჴელთა მეფისა მის ასურასტანელთასა.

31 ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ესრე იტყჳს მეფე იგი ასურასტანისა: ყავთ ჩემდა მომართ სათნოება და გამოვედით ჩუენდა და ჭამეთ კაცთა თჳთოეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი თჳთოეულად ჯურღმუ- ლისაგან თვისისა,

32 ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქვეყანასა მას, რომელ არს ვითარცა ესე თქუენი, ქუეყანა იფქლისა და ღჳნისა და ვენაჴისა და პურისა, ქუეყანა ზეთისა და ერბოსა, თაფლისა, და სცხონდეთ და არა მოკუდეთ და ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ცბის და გეტყჳნ თქუენ, ვითარმედ: უფალმან გჳჴსნნეს ჩუენ.

33 იჴსნნეს ღმერთთა მათ ნათესავთა თჳთოეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა?

34 სადა არიან ღმერთნი იგი ემათასანი და არფათასნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარუმა ქალაქისანი, ანნა და ევა? იჴსნნეს ნუ სამარია ჴელთა ჩემთაგან?

35 ვინ არს ღმერთთა მათგანი ამის სოფლისათა, რომელთა იჴსნეს ქუეყანა თჳსი ჴელთაგან ჩემთა? ნუა უფალმან იჴსნას იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა?

36 და დადუმნეს და არა რა მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.

37 და შევიდა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღუარი, სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი ეზეკიასა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.

<< ← Prev Top Next → >>